კადრების გასაჯაროებით რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული — ბასილაია
ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა და პენიტენციურმა სამსახურმა კადრების გასაჯაროებით კანონები დაარღვიეს. მისი თქმით, უწყებებმა კადრები გამოიყენეს პროპაგანდისტული მიზნით, სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის და ეს დანაშაულია.
"რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები, იმისათვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია გაავრცელო კადრები — ეს არის დანაშაული", — განუცხადა მან მთავარ არხს.
რაც შეეხება საკვები დანამატების მიღებას, ბასილაია განმარტავს, რომ მედიკამენტების მიღება დამატებით საფრთხეს უქმნიდა მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ამიტომაც მოხდა ამ საშუალებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. მისივე თქმით, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ეს დანამატები განიხილება, როგორც სამკურნალო პრეპარატი და არა როგორც საკვები საშუალება.
სააკაშვილი უკვე 38-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა.
ეს ინფორმაცია მანამდე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე გაავრცელა, როცა თქვა, რომ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა. 6 ნოემბერს ამ თემაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ომბუდსმენი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.
აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს უწყების მიერ კადრების გავრცელების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას შეისწავლის და კიდევ ერთხელ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
თავად სააკაშვილი კადრების გამოქვეყნებას სამარცხვინოს და დანაშაულებრივს უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, ვიდეოს გავრცელებით მას ვერაფერი დააკლეს, ხალხი დარწმუნდა, რომ შიმშილობს და "საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება". ის განმარტავს, რომ კადრებში ჩანს, როგორ იღებს დანამატებს სასიცოცხლო მაჩვენებლების დასარეგულირებლად, რაც მანამდეც იყო ცნობილი.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები