10 რამ, რაც შრომის უსაფრთხოებაზე უნდა იცოდე
ხშირ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების საკითხი ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ როგორ დასაქმებულები, ისე დამსაქმებლები.
მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებსა და ოფისებში მომხდარ შემთხვევებზე პასუხისმგებლობა დაქირავებულებსაც ეკისრებათ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში გადამწყვეტ როლს მაინც კომპანია თამაშობს. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც შრომის უსაფრთხოების წესების დადგენასა და დაცვისას კომპანიები და თანამშრომლები შეთანხმებულად მოქმედებენ.
სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით 10 წესის შესახებ, რომელიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში დაგეხმარება.
1. გაეცანი კანონს
ვიდრე შრომის უსაფრთხოების კონკრეტულ საკითხებს შეისწავლი, მნიშვნელოვანია, რომ კანონს გაეცნო. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიზანია იმ ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. კანონში საუბარია არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებაზე, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევაზე.
ასევე, კანონი არეგულირებს სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.
2. დაალაგე რისკები პრიორიტეტების მიხედვით
წარმოიდგინე სიტუაცია, როდესაც ადამიანი მიდის ნაკლებად განათებულ უბანზე, სადაც გაბმულია მავთული. ის ფეხს წამოსდებს მავთულს და დაშავდება. ამ დროს უნდა განისაზღვროს, რომელია მთავარი რისკი — მავთულის მოშორება, თუ უბნის მეტად განათება.
ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც პრიორიტეტულობის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, თუ ჩვენ გავანათებთ უბანს, შესაძლებელია, კვლავ დარჩეს რისკი, რომ ადამიანი კვლავ წამოსდებს ფეხს მავთულს.
3. შეაფასე რისკები
რისკების შეფასებასა და საფრთხეების იდენტიფიცირებას შრომის უსაფრთხოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგჯერ საფრთხეები დამალულია და მათი შემჩნევა არც ისე მარტივია, თუმცა თუ არსებულ პროტოკოლს მივყვებით, შესაძლებელი იქნება ზუსტად განვსაზღვროთ რა ტიპის შესაძლო საფრთხესთან გვაქვს საქმე.
რისკების შეფასებას პროფილაქტიკური ხასიათი უნდა ჰქონდეს. იმისათვის, რომ რისკი სწორად შეფასდეს ზუსტად უნდა გვესმოდეს, რა არის საფრთხე. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რისკი და საფრთხე ერთსა და იმავეს არ ნიშნავს.
საფრთხე ეს არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ტრავმა ან ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ყოველი იდენტიფიცირებული საფრთხისთვის უნდა მოხდეს რისკის დონის ცალკე განსაზღვრა.
რისკს ორი მახასიათებელი გააჩნია: ალბათობა და შედეგების სიმძიმე. რისკის მაღალი ალბათობის დროს მოვლენას ხშირად აქვს ადგილი. საშუალო ალბათობის დროს მოვლენას ადგილი აქვს პერიოდულად, ხოლო დაბალი ალბათობა ისეთ მოვლენას ახასიათებს, რომელიც ძალიან იშვიათად ხდება.
4. განსაზღვრე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საფრთხეს
საფრთხის შედეგად დამდგარი შედეგები მძიმე, საშუალო და დაბალი სიმძიმის მიხედვით იყოფა. ამას როგორც კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სტანდარტები არეგულირებენ.
როდესაც მძიმე შედეგი დგება, ადამიანები უბედური შემთხვევის გამო სამსახურში 40 დღემდე ვერ დადიან. საშუალო სიმძიმე დგება მაშინ, როდესაც ადამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებს 2 კვირამდე პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება დაბალ სიმძიმეს, ამ შემთხვევაში 3 მდე ე.წ. დეიოფია საჭირო, ან ადამიანი საჭიროებს პირველად სამედიცინო დახმარებას.
5. გაითვალისწინე — არ ეთამაშო ცეცხლს
როდესაც საქმე შრომის უსაფრთხოებას ეხება, მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმა გაიაზროს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლთან თამაში არ შეიძლება.
ხანძარი დიდ ზარალს აყენებს ადამიანების სიცოცხლესა და მატერიალურ ფასეულობას, თუმცა უნდა ითქვას, რომ, უმეტეს შემთხვევაში, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის კარგად უნდა ვიცოდეთ წვის თეორია, ცეცხლის გავრცელების მეთოდები და რეალური საფრთხის ჯეროვნად შეფასება.
თუ ცეცხლს სერიოზულად არ აღიქვამ, ფაქტის წინაშე დადგომის შემთხვევაში მასთან გამკლავება მარტივი არ იქნება. ყველა საწარმო თუ ოფისი მომზადებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ერთ დღეს ცეცხლთან გამკლავება მოუწევს. მომზადება კი უნდა გამოიხატოს როგორც ოფისის შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვაში, ისე თანამშრომლების შესაბამის გადამზადებაში.
6. გაიგე, რას ნიშნავს ცეცხლოვანი სამკუთხედი
იმისათვის, რომ ცეცხლი გაჩნდეს სამი კომპონენტია საჭირო: საწვავი მასალა, ტემპერატურა და ჟანგბადი. სწორედ ეს კომპონენტები ქმნიან ცეცხლოვან სამკუთხედს, რომელიც წვის თეორიას უდევს საფუძვლად.
ხანძრის შედეგად შესაძლებელია წარმოიშვას ფიზიკური, ქიმიური და ფსიქოლოგიური ტიპის საშიშროება. ფიზიკურ საფრთხეში შენობის კედლების, ჭერისა და სხვა მსგავსი ტიპის დაზიანებები იგულისხმება, რასაც ადამიანისთვის საშიში სიტუაციის შექმნა შეუძლია.
რაც უფრო მაღალია ტენიანობა, ხანძრის დროს ეს უფრო ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
ქიმიური საფრთხე ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ფატალური შემთხვევების 50% სწორედ ცეცხლის მიერ გამოყოფილი მომწამლავი კვამლის ჩასუნთქვის შედეგად არის განპირობებული.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა ხანძრის დროს საყურადღებოა ფსიქოლოგიური საფრთხე. ხანძრის დროს ადამიანი განიცდის დიდ სტრესულ დატვირთვას, რომელიც აისახება ორგანიზმზე.
7. ერიდე ელექტრულ ტრავმებს
ყველაზე მეტად საწარმოო ტრავმები სწორედ ელექტროენერგიას უკავშირდება. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ კვირა დაახლოებით 5 ადამიანი ზიანდება ელექტრული დენის დარტყმის შედეგად. დენი არაერთ შემთხვევაში ხდება გარდაცვალების მიზეზიც.
1 000 ვოლტამდე ძაბვის შემცველი ტრავმები შედარებით დაბალი ხარისხისაა, ხოლო თუ ძაბვის შემცველობა 1 000 ვოლტს აღემატება, ამ შემთხვევაში ტრავმას გაცილებით რთულ ფორმას იღებს.
ელექტრობას შეუძლია ზიანი მოგაყენოს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ. შესაძლებელია, ადამიანს დენმა დაარტყას და მიიღოს დამწვრობა, ელექტრული შოკი, ან მიიღოს სხვა არაპირდაპირი სახის დაზიანება.
8. გაეცანი სიმაღლეზე მუშაობის პრინციპებს
საინტერესო ფაქტია ის, რომ ყოველი გადაადგილება 2 მეტრის ზემოთ უკვე სასიმაღლო სამუშაოდ ითვლება. 4 მეტრის ზემოთ გადაადგილების შედეგად ვარდნა კი სიცოცხლისთვის საშიშ ფაქტორებს შეიცავს. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სიმაღლეზე მუშაობისას საჭირო წესები დავიცვათ.
სასიმაღლო სამუშაოებისას მკაცრად არის განსაზღვრული როგორც წესები, ისე შესაბამისი აღჭურვილობები. აქ გასათვალისწინებელია გარემო მეტეოროლოგიური პირობების დადგენაც. მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი სეზონია და როგორი ამინდი.
საქართველოში სასიმაღლო სამუშაოებს საკანონმდებლო ნორმაც არეგულირებს. ნებისმიერი დამსაქმებელი და დასაქმებული ვალდებულია კანონში გაწერილ წესებს დაემორჩილოს.
9. ისწავლე საგანგებო სიტუაციების მართვა
საგანგებო სიტუაცია ეს არის ნორმისგან გადახვეული მდგომარეობა, ანუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომლის მართვაც არ შეუძლია პერსონალს. ყველა ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება, შექმნას საკუთარ სამსახურში საგანგებო სიტუაციების მართვის პროტოკოლი. ეს გეგმა იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ კონკრეტულ ორგანიზაციას საგანგებო სიტუაცია შეექმნება.
საგანგებო სიტუაციას საფრთხე ქმნის. მაშინ, როდესაც საფრთხის პრევენცია ვერ ხერხდება და ვითარება კრიტიკულ ზღვართან მიდის, საქმე გვაქვს გაუთვალისწინებელ მდგომარეობასთან. ორგანიზაციები, რომლებიც ამისთვის წინასწარ არიან მზად, მსგავს სიტუაციებს მარტივად უმკლავდებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის პროტოკოლი შესაძლოა ეხებოდეს როგორც ხანძარს, ისე წყალდიდობას, მიწისძვრას, ოფისში ბომბის აღმოჩენასა თუ სხვა მსგავს შემთხვევებს.
10. გამოიყენე პერსონალური დაცვის საშუალებები
პერსონალური დაცვის საშუალებები კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ამგვარი საშუალებებით თავის, თვალებისა და სახის, რესპირატორული გზების, ხელებისა და სხეულის სხვა ნაწილების დაცვისთვის გამოიყენება.
ამგვარ საშუალებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ნივთი უსაფრთხოების ჩაფხუტია. როგორც ცნობილია, იგი გამოიყენება თავის დასაცავად. ბევრმა არ იცის, მაგრამ შესაძლებელია ჩაფხუტს ვადა გაუვიდეს. მის ვალიდურობას ჩაფხუტის შიდა ნაწილში არსებული მაჩვენებლები განსაზღვრავენ, სადაც გამოშვებისა და ვადიანობის თარიღებია მითითებული.
მნიშვნელოვანია თვალის დაცვაც, რისთვისაც სპეციალური სათვალეები გამოიყენება. ბუნებრივია, აქაც განმსაზღვრელია ის, თუ რა სპეციფიკის საქმიანობას ეწევა დასაქმებული.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველა დასაქმებულისთვის. ამასთან, ამ მიმართულებას განსაკუთრებულ კონტროლს თვითონ კომპანიები უნდა უწევდნენ. მაშინ, როდესაც შრომის უსაფრთხოების წესები დაცულია, დასაქმებულთა დაზიანების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გაგება გსურს, ეწვიე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს, სადაც შრომის უსაფრთხოების შესახებ უფასო ვიდეო ლექციის მოსმენას შეძლებ.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
კომენტარები