რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი გადაწყვეტილებები გააჟღერა. რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბჭო შეთანხმდა მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე. ასევე, ვაქცინაციის წასახალისებლად კამპანიის გაძლიერებასა და პენსიონერებისთვის დაანამატის გაცემაზე.
მწვანე პასპორტები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. პრემიერმინისტრის განმარტებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს:
- თუ ის ვაქცინირებულია სრულად;
- ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
- ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
- გადატანილი აქვს კორონავირუსი.
"ასევე, იყო მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი", — განაცხადა მან.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან ისინი სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ მწვანე პასპორტებით შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.
ეს დაწესებულებებია:
- კვების ობიექტები — რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
- კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
- საკონცერტო დარბაზები;
- გასართობი ცენტრები;
- სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
- სპა-ცენტრები და ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების საბაგირო გზები.
საბავშვო-გასართობ ცენტრებში მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
"საზოგდოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და ისეთ სერვისებში, რაც არის აუცილებელი, ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა — ადამიანი უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს იმის გარეშე, თუ არ შეიძინა პროდუქტი — ასეთ ადგილებში მწვანე საშვის პასპორტი ჯერჯერობით არ ამოქმედდება" — განმარტა გაბუნიამ.
ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია
ღარიბაშვილის განცხადებით, იმუნიზაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდება და ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება სააგიტაციო კამპანია. აქვე პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
"ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ რომ ვაქცინაციაა არის გამოსავალი და აცრა გვიცავს სიკვდილისგან", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპენსიო დანამატი
დღეიდან, 8 ნოემბრიდან თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
-
გადახედვათურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია თურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები