შაჰინის სკოლის მასწავლებლები: აქ არსებული გარემო ტოლერანტულია, კონსულის განცხადება – შეურაცხმყოფელი
შაჰინის სახელობის სკოლა–ლიცეუმზე გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც თურქეთის გენერალური კონსული იასინ თეზიმქანი, სკოლას ტერორისტების აღზრდაში ადანაშაულებს, პროტესტი მოჰყვა როგოროც სკოლის ადმინისტრაციის, ისე მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის ყოფილ მოსწავლეთა მხრიდან.
On.ge დაუკავშირდა შაჰინის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დირექტორს ელგუჯა დავითაძეს, რომელმაც ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი და აბსურდული უწოდა.
On.ge–სთან ინტერვიუში დირექტორი აცხადებს, რომ სკოლაში არასდროს დაფიქსირებულა რელიგიური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობები არც ადგილობრივი და არც ეროვნებით თურქი მასწავლებლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით, არასდროს შესულა ადმინისტრაციაში საჩივარი მშობლების მხრიდანაც. მოსწავლეებზე არ ხდება არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა, მითუმეტეს რელიგიური ექსტრიმიზმის იდეოლოგიის გავრცელება:
„სკოლას ემსახურება ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და არც მასთან დაფიქსირებულა მოსწავლეების მხრიდან საუბარი რაიმე სახის ზეწოლაზე და მითუმეტეს მოსწავლეების მხრიდან ამ იდეოლოგიის გამოვლენა“.
ჩვენ გავესაუბრეთ სკოლის ერთ–ერთ პედაგოგს თამუნა გიორგაძეს, რომელიც წლების წინ ამავე სკოლის მოსწავლე იყო: „მე ამ სკოლაში ვსწავლობდი 94 წლიდან და ახლა ვარ არამხოლოდ მასწავლებელი, ამავდროულად მშობელიც, ჩემი შვილიც აქ სწავლობს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არსებული გარემო ჯანსაღი და ტოლერანტულია, არ ხდება რელიგიური კუთხით აპელირება ან დისკრიმინაცია ამიტომ ეს განცხდება შეურაცხმყოფელია.“ თამუნა გიორგაძის განცხადებით, არც კოლეგებს და არც მშობლებს მსგავსი პრობლემა არ შეუმჩნევიათ და შესაბამისი უწყებებისთვის არ მიუმართავთ.
სკოლის პედაგოგი მამუკა ცაავა აცხადებს, რომ ეს განცხადება ან დაუზუსტებელი ინფორმაციაა, ან მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა:
„აქ მუშაობ ხუთი წელია და მგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა კოლეგების მხრიდან, არც მშობლებს მოუმართავთ მსგავსი საჩივრით. ჩვენს სკოლაში, ძირითადად, აკადემიურ ხარისხს განიხილავენ და არა ტერორიზმს“.
On.ge შაჰინის სკოლა–ლიცეუმის კურსდამთავრებულებს გაესაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ბრალდებები შეურაცხმყოფელია და სიმართლეს არ შეეფერება.
„ეს სკოლა დავამთავრე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტებს კი არ ზრდის, არამედ აქ განათლებული და პერსპექტიული თაობა ყალიბდება. კონსულმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც ყველას მოგვაყენა", – გვითხრა გურანდა ხაბეიშვილმა.
ამავე სკოლის კურსდამთავრებული ქეთი მამულაძე აცხადებს, რომ სკოლაში არცერთხელ არ დაფიქსირებულა რელიგიური მიდრეკილებების გამოვლენის შემთხვევა მასწავლებლების მხრიდან. არც მშობლებისგან შესულა საჩივარი სკოლის ადმინისტრაციაში, რადგან მსგავსი ფაქტი უბრალოდ არ არსებობდა:
„მეტიც, სხვა სკოლებისგან განსხვავებით ჩვენთან არ ისწავლებოდა საგანი რელიგია, რადგან სკოლა ამ საკითხისაგან მთლიანად დამოუკიდებელი სუბიექტი იყო“.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია კონსულის განცხადების შესახებ „ტელეარხი 25“–ის ეთერში გავიდა. ტელეკომპანია იუწყება, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თეზიმქანმა თურქეთის სამხედრო გადატრიალებაზე კომენტარის გაკეთებისას, შაჰინის სახელობის სკოლა–ლიცეუმი ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად სკოლად მოიხსენია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა საქართველოში თურქეთის ელჩის განცხადება, რომელმაც მედია კონსულის განცხადების დამახინჯებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, აჭარის ტელევიზიამ, რომელიც ასევე იღებდა თურქეთის კონსულის ინტერვიუს, გაავრცელა ინტერვიუს სრული, დაუმონტაჟებელი ჩანაწერი, სადაც ნამდვილად ისმის კონსულის ბრალდებები ბათუმში მოქმედი სკოლის მიმართ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემავალმა სკოლებმა. მათ საკონსულოს მხრიდან დისკრიმინაციული ბრალდებების აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს .
"ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ–ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.“
რ.შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა–ლიცეუმი ბათუმში 1994 წლიდან მოქმედებს და იქ სწავლა საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები