პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ისევ შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარება გამოუძახეს. როგორც 112-ის ექიმმა მისი გასინჯვის შემდეგ განაცხადა, ამჟამად ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ მოსვლამდე გონების წასვლის ეპიზოდი ჰქონდა.

"გონზეა, კონტაქტურია საკმაოდ, ადეკვატურად იქცევა. ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი გასინჯვის დროს წნევა 120/70-ზე აქვს. მონაცემები ყველაფერი ნორმის ფარგლებში აქვს. მედიკამენტოზურ დახმარებასა და ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. რადგან გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, მისი სტაციონარში გადაყვანა სასურველია, რადგან შეიძლება გაუმეორდეს", — განაცხადა ექიმმა.

დროას ლიდერს სასწრაფო პარლამეტში გუშინ, 7 ნოემბერსაც გამოუძახეს. მან თქვა, რომ სუსტად არის, მაგრამ დრამატული არაფერი ხდება.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 6 დღის წინ დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

ამავე თემაზე: