რადას დეპუტატები სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ზურაბიშვილსა და ღარიბაშვილს მიმართავენ
უმაღლესი რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად მიმართავენ. გორდონი წერს, რომ დეპუტატებმა ამის შესახებ მიმართვა მათ გამოცემას მიაწოდეს. ამასთან, დოკუმენტში პარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს "ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ". ისინი მადლობას უხდიან საქართველოს ყირიმის პლატფორმის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის ინიციატივების მხარდაჭერისთვის.
"ჩვენმა ერებმა იციან თავისუფლების უმაღლესი ფასი და ორივე ერი მზად არის სიცოცხლის ფასად დაიცვას ის. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით", — აცხადებენ დეპუტატები.
ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და ვალდებულებაა, რომლის მოქალაქეც ის 2015 წლიდან არის.
"შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, მისი სიცოცხლე მართლაც საფრთხის ქვეშ იყო. საჭიროა მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობით, მოგიწოდებთ: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, სასწრაფოდ მიაწოდოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რათა მას სათანადო საკონსულო, სამართლებრივი და სამართლებრივი დაცვა თავისუფლად შეეძლოს და რაც შეიძლება მალე დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში", — დასძენენ მიმართვის ავტორები.
8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მანამდე უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი. ვარაუდობდნენ, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
მოგვიანებით, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გლდანის ციხეში სააკაშვილის სანახავად მივიდა, განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
სააკაშვილის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
ამავე თემაზე:
- ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი კიდევ რა სიტყვები გამოვიყენო, რომ ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი — ექიმი
- ვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვეცეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა — ადვოკატი
- უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებს
- სააკაშვილის მოტაცება გულისხმობდა იმას, რომ ყოფილიყო მოწოდებები სადღაც შეჭრისკენ — მელია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები