"რატომ ვფიქრობ, რომ არჩეული ტაქტიკა რეჟიმის გასატეხად სწორია" — მელიას განმარტება
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, არავის მისცემს შანსს, რომ ეს მოძრაობა და პროტესტი ძალადობრივად გაასაღოს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და განმარტა, რატომ ფიქრობს, რომ პროეტსტისთვის არჩეული ტაქტიკა "რეჟიმის გასატეხად" სწორია.
"ხელისუფლების მიერ, სასიკვდილოდ გადადებული მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასი და სხვა მომხრეები ოპოზიციისა, ვართ მილიონზე გაცილებით მეტი. უფრო მეტიც — იმ ადამიანების აზრსა და ემოციებს თუ შევხედავთ, ვინც აქამდე გულგრილი იყო პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ახლა უყურებს და აცნობიერებს ხელისუფლების ველურობასა და ივანიშვილის შურისძიების დაუოკებელ ჟინს — შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს გამიჯნულია ამ კრიმინალთა ვიწრო წრეს, ვინც ქვეყანას თავს დააჯდა", — აცხადებს ის.
მისი თქმით, მათი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ აქტიურ პროტესტში, მეტად შეუქმნან დისკომფორტი "რეჟიმს" და მისი პარალიზება მოახდინონ.
"ეს მხოლოდ მშვიდობიან დიდ და სიმართლეზე დაფუძნებულ მოძრაობას შეუძლია. ასეთ მოძრაობებს არ წაუგია არსად და არასდროს. რეჟიმის ხელთაა ახლა, ფული, ადმინისტრაცია და ძალოვნები, ამის იმედად არიან. განსაკუთრებით უნდათ, რომ ჩვენ მოთმინება დაგვაკარგინონ, ძალოვნები გამოიყენონ და პროტესტი ჩაახშონ, მოამთავრონ", — აცხადებს მელია.
ენმ-ს ლიდერის განცხადებით, მხოლოდ "ბრიყვს შეუძლია იფიქროს, რომ ასიათასობით ადამიანის პროტესტს ძალით და დაჭერებით დაამთავრებს". როგორც ის აღნიშნავს, მშვიდად და მტკიცედ მივლენ ყველგან და ხმამაღლა ეტყვიან, რომ "მკვლელები" და "კრიმინალები" არიან.
"თქვენ გგონიათ დავიღლებით, გამოვიფიტებით — არა და ვნახოთ ვინ გამოიფიტება. პირველი — ჩვენ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისთვის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად, არჩევნების დასაბრუნებლად, თუ თქვენ თქვენი მარიონეტული სკამების შესანარჩუნებლად", — წერს მელია.
მისივე თქმით, ეს არის სწორი ტაქტიქა და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ღამე შენობებთან თენება არაეფექტურია.
"უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად. თქვენ ისეთი სილა გაარტყით ათიათასობით ადამიანს, რომ არ გეპატიებათ, არ შეგრჩებათ ის რაც გუშინ ქნეს, როცა პატიმრობაში მყოფი და 40 დღე ნაშიმშილარი პრეზიდენტი მოტყუებით, რომ საავადმყოფოში მიყავდათ. კრიმინალის ბუდეში შეაგდეს, მასზე ძალა გამოიყენეს, ხელით შეეხენ, აგინეს, დაემუქრნენ — ეს როგორ შეგრჩებათ, როგორ გგონიათ", — აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე.
ამასთან, მელია ამბობს, რომ არავის მისცემს შანსს, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაძირონ. მისი თქმით, უწყვეტი და მზარდი პროტესტით აიძულებენ ხელისუფლებას, რომ არჩევნები დანიშნონ.
გუშინ, 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ნიკა მელიამ უწყვეტი პროტესტი დააანონსა. დღეს მან უფრო დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე. კერძოდ, მელიას თქმით, ყოველი დღის ბოლოს მომდევნო დღის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი და საზოგადოებას საპროტესტო აქციების ლოკაციებს შეატყობინებენ. თუმცა ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დაასახელებენ. მისი განმარტებით, ხელისუფლებას ძველი მიდგომით "ამოსუნთქვის საშუალებას" აძლევდნენ, თუმცა ახლა საპირისპიროდ იმოქმედებენ.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 11:00 საათიდან აქციები დაიგეგმა 4 სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან. თუმცა, უცნობია, მეოთხე ლოკაცია.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები