Eternals — 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახოთ მარველის ახალი ფილმი
სულ ახლახან გამოვიდა მარველის ახალი ბლოკბასტერი Eternals (მარადიულები), რომელმაც კინოგაქირავებაში მიღწეული წარმატებით უკვე დაჩრდილა დენი ვილნევის დიუნი: პრემიერისთანავე მისმა შემოსავლებმა $71 მილიონს მიაღწია, რაც მარველის სხვა ფილმებთან შედარებით ოდნავ დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ პანდემიურ პერიოდში მაინც ერთ-ერთ ყველაზე კარგ შედეგად ითვლება.
თუ აქამდე ბევრი არაფერი იცოდით ამ ფილმზე ან მისი ნახვა ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სწორედ ახლა მოგიყვებით იმ მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, რომელთა გამოც მარველის სამყაროს ამ სრულიად ახალი ნაწილის აღმოჩენა დიდ ეკრანზე მოგინდებათ.
1. ფილმის რეჟისორი ოსკაროსანი ქლოა ჭაოა
ქლოა ჭაომ 2021 წელს კინოსამყაროში შეუცვლელი ადგილი უკვე დაიმკვიდრა: თავისი ფილმით Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და ისტორიაში მეორე ქალი გახდა, ვისაც ოდესმე ეს ჯილდო მიუღია.
შესაბამისად, საინტერესოა, ასეთი განსაკუთრებული ხელოვანის ხედვა როგორ გავლენას მოახდენს მარველის სამყაროზე.
2. ფილმის სამსახიობო გუნდი ვარსკვლავებითაა დახუნძლული
მარველის ფილმებში აქამდეც გვინახავს არაერთი ცნობილი სახე, მაგრამ ამჯერად სრულიად ახალ შემადგენლობას ვიხილავთ: მარტო Game of Thrones-ის ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და რიჩარდ მედენი რად ღირს, ან კიდევ დიდი ხნის დავიწყებული, მაგრამ საოცარი სელმა ჰაიეკი და ძალიან ნიჭიერი ბარი კეოგანი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ანჯელინა ჯოლი: თითქოს, საკმარისი არ იყო, რომ აქამდე ისედაც ქალღმერთად მიგვაჩნდა.
3. სრულიად მოულოდნელ სიურპრიზებსაც გადააწყდებით
მინიშნება: საქმე კვლავ ფილმში მონაწილე მსახიობებს ეხება... ამიტომ, როგორც მარველის ნამდვილ მაყურებელს შეეფერება, ტიტრების შემდგომ სცენას აუცილებლად დაელოდეთ.
4. მარველის სამყაროში პირველად გამოჩნდა სმენადაქვეითებული სუპერგმირი, რომელსაც ასევე სმენადაქვეითებული მსახიობი ასახიერებს
ლორენ რიდლოფი პირველი სმენადაქვეითებული მსახიობი გახდა, რომელმაც მარველის ფილმებში სუპერგმირის როლი შეასრულა. იმასთან ერთად, რომ ეს ფაქტი ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების რეპრეზენტაციაში, ამავდროულად მისმა პერსონაჟმა, მაკარიმ, უკვე მოიგო მრავალი მაყურებლის გული და საყვარელი გმირების სიაშიც ჩაეწერა.
5. ეს არის ასევე მარველის პირველი ფილმი, რომელშიც გეი კოცნაა ნაჩვენები
არა, ამ ფოტოში მოცემულ სცენას არ ვგულისხმობთ... თავად უნდა ნახოთ ეს და იმედია, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და კატარის ცენზორებივით არ აღშფოთდებით, რომლებმაც ამ ფილმის ჩვენება მთლიანად აკრძალეს.
6. მარველის სამყაროში ბოლივუდს აღმოაჩენთ
მარველის ფილმებში რა აღარ გვინახავს, მაგრამ, ალბათ, ბოლივუდში მაინც უფრო მეტი საოცრება ხდება ხოლმე... ამჯერად ეს ორი სამყარო გადაიკვეთება და წესით, შედეგი ორმაგად უფრო შთამბეჭდავი უნდა იყოს!
7. დაუვიწყარი ვიზუალური სანახაობა გელით
მარველის ფილმები აქამდეც ძირითადად თავბრუდამსხმელი ვიზუალური გამოსახულებებით იქცევდა უამრავი მაყურებლის ყურადღებას, მაგრამ ამჯერად ქლოა ჭაოს შემოქმედებითმა ხედვამ სულ სხვანაირი ატმოსფერო შესძინა ამ სამყაროს.
8. დიდ დავაში თავად გაერკვევით
აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა მარადიულები დაიწუნა, თუმცა სანაცვლოდ მაყურებლების უმრავლესობას მოეწონა ფილმი. მეტიც, ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ამჯერად კინოკრიტიკოსები ძალიან ცდებიან.
ამ დაპირისპირებაში თავადაც რომ გაერკვეთ და შესაბამისი მხარე აირჩიოთ, ისღა დაგრჩენიათ, ფილმი ნახოთ და თავადვე გადაწყვიტოთ, რამდენად წარმატებულად განახორციელეს ეს უზომოდ ამბიციური პროექტი.
შეგახსენებთ, რომ მარადიულების პრემიერა უკვე შედგა საქართველოშიც და შეგიძლიათ, ყველა კინოთეატრში დიდ ეკრანზე დატკბეთ ამ ზღაპრული სანახაობით.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები