სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ შიმშილობის შემდეგ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა უნდა უზრუნველყოს
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ასევე, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟმინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
"იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბუგრის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი", — განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ადვოკატები ითხოვდნენ, რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მიეთითოს საქართველოს მთავრობას, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. ადვოკატები განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება.
ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა და ამტკიცებდა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, ერჩივნათ, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო პირდაპირ მითითება გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა "ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება".
"სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი, ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ამის უზრუნველყოფა მხოლოდ კერძო კლინიკაში შეიძლება და გლდანის ციხეში ეს არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ის, როგორც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა — მან არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბატონმა ბრეგაძემ თუ უკვე ეს დაწერა, გასაგებია რა დასკვნა გამოუტანია", — განაცხადა გვარამიამ.
მინისტრი ამტკიცებს იმასაც, რომ სასამართლომ სააკაშვილს "მოსთხოვა" შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამავე პოსტში წერს, რომ სასამართლომ მას "დაჟინებით მოუწოდა" შიმშილობის შეწყვეტისკენ. პასუხად გვარამიამ განმარტა, რომ სასამართლო მოქალაქეს მოუწოდებს და არა მოითხოვს.
"ჯერ ერთი, ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო. თუ არ იცის, სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრია. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მაინც უნდა ეკითხა. ბატონმა რატი ბრეგაძემ ამ გადაწყვეტილებაში — "call off his hunger strike" — თუ ინგლისური არ იცის (ვიცი, რომ გერმანიაში მიიღო განათლება) ვუთარგმნი, რომ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, იმ შიმშილობის, რომელზეც რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს", – განაცხადა მან.
ერთადერთი საერთო, რაზეც როგორც დაცვის, ისე სახელმწიფოს მხარე თანხმდება, არის ის, რომ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. გვარამიას განმარტებით, 24 ნოემბერს ეს ინფორმაციები კიდევ ერთხელ შეჯერდება და მაღალი ალბათობით, სასამართლო ისევ იმსჯელებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები