პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კრიზისია — დაღუპულია 8 ადამიანი
ასობით ადამიანი, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, ცივ ამინდში ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე დაბანაკდა. მათ პოლონეთში შესვლა სურთ. დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბელარუსი ცდილობს ევროკავშირს მის საზღვრებთან ლტოლვილთა კრიზისი მოუწყოს. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 8 ადამიანი დაიღუპა. გაეროს უშიშროების საბჭომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო სხდომა მოიწვია.
პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ათასობით ჯარისკაცი გადაისროლა, რათა თავიდან აიცილოს ახლო აღმოსავლეთის მიგრანტები, რომლებიც იქ დაბანაკდნენ. ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ვითარება 8 ნოემბრიდან გამწვავდა.
ორ ქვეყანას შორის გამყოფი მავთულის ღობის გასწვრივ დაპირისპირებამ გააძლიერა ხანგრძლივი დაპირისპირება ბელარუსსა და ევროკავშირს შორის, რომელიც პოლონეთს მოიცავს.
დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თავშესაფრის მაძიებლებს ახლო აღმოსავლეთიდან თავის ქვეყანაში უშვებს და შემდეგ დასავლეთისკენ — პოლონეთისა და ევროკავშირისკენ აგზავნის. ისინი ამბობენ, ეს ლუკაშენკოს შურისძიებაა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო. დასავლეთმა ლუკაშენკოს სანქციები გასულ წელს არჩევნებში მისი სადავო გამარჯვების შემდეგ დაუწესა.
სამშაბათს, 9 ნოემბერს პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მინიმუმ 3 000 ადამიანი, რომლებსაც ევროკავშირში შესვლის იმედი ჰქონდათ, კუზნიცას სასაზღვრო პუნქტთან, ბელარუსის ქალაქ გროდნოს მახლობლად შეიკრიბნენ. ორივე მხარის მიერ მოწოდებულ ვიდეო კადრებში ასობით ადამიანის ნახვა შეიძლებოდა სასაზღვრო ღობედან სულ რაღაც კილომტრის მოშორებით. მზარდი რაოდენობის საპასუხოდ, პოლონეთმა თავისი ძალები რაიონში 1 7000-ზე მეტ ჯარისკაცამდე გაზარდა.
"ეს არის ჰიბრიდული ქმედება, რომელსაც ბელორუსის რეჟიმი პოლონეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს არის მხოლოდ აგრესიული ქმედებები, რომლებსაც ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ", — თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.
უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის Amnesty International და ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი, პოლონეთს იმ მიგრანტების უკანონო დევნაში ადანაშაულებენ, რომლებმაც საზღვარი ბელარუსის ტერიტორიაზე გადაკვეთეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დუდას ესაუბრა და პირობა დადო, რომ ალიანსი სოლიდარული იქნება. პიტერ სტანომ, ევროკავშირის აღმასრულებელმა სპიკერმა თქვა, რომ ლუკაშენკო "განგსტერივით" იქცევა.
მინსკი კრიზისის შექმნას უარყოფს, მაგრამ ის თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო. მაისში მან დასავლეთი გააფრთხილა: "ჩვენ შევაჩერეთ ნარკოტიკები და მიგრანტები თქვენთვის — ახლა თქვენ მათი ჭამა და დაჭერა თავად მოგიწევთ".
თარგმანი The New York Times-ის მიხედვით.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
კომენტარები