"ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული" — საია-ს თავმჯდომარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, არ ესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს შუალედური გადაწყვეტილებაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსს ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე 4 პუნქტად ხსნის. მისი განმარტებით, სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა ინფორმირება სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მხარეებისგან სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გადაყვანაზე ან უარზე.
"ამდენად, სასამართლომ ამ ეტაპისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალების ღონისძიება გამოიყენა", — წერს სიმონიშვილი.
საია-ს თავმჯდომარის თქმით, მართალია, ეს ის არაა, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, რადგან სასმართლო დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
"ამდენად, ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული, რადგან ეს წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად არ შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე", — წერს სიმონიშვილი.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პატიმრის უფლებებიდან უნდა გამოვიდეს და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.
"ხოლო პოლიტიკურ კეკლუცობას უნდა მოეშვას, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა უმთავრესი. ამ ღონისძიებით, სასამართლომ ეს პროცესი მოაქცია იმ ჩარჩოებში, საიდანაც მთავრობა დიდი ხანია გავიდა. მორიგი დასტური, რატომ გვჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არა ის, რაც გვაქვს", — აღნიშნავს ის.
ამასთან, ნიკა სიმონიშვილი საუბრობს სიტყვა urge-ზეც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოთხოვნად და დაჟინებით მოწოდებად თარგმნა. მისი თქმით, შეგვიძლია ლექსიკონებში ქექვას თავი დავანებოთ, რადგან როგორც არ უნდა ვთარგმნოთ ეს სიტყვა, მნიშვნელოვანია სამართლებრივი კონტექსტი.
"სასამართლო ინდივიდს ასეთ დავალებას ვერ მისცემს და პოლიტიკურ აქტში ვერც და არც ჩაერევა. მე თქვენ ადგილას თარგმანზე არ ვიდავებდი, ბევრად მნიშვნელოვანი პირველი ნაწილია", — აღნიშნავს ის.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაავალოს.
სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაურკვევლობა მოყვა, რაც გუშინ, 10 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ, ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. გუშინვე სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.
მინისტრი ამტკიცებდა იმასაც, რომ სასამართლომ სააკაშვილს "მოსთხოვა" შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამავე პოსტში წერდა, რომ სასამართლომ მას "დაჟინებით მოუწოდა" შიმშილობის შეწყვეტისკენ. პასუხად გვარამიამ განმარტა, რომ სასამართლო მოქალაქეს მოუწოდებს და არა მოითხოვს.
ერთადერთი საერთო, რაზეც როგორც დაცვის, ისე სახელმწიფოს მხარე თანხმდებოდა, არის ის, რომ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. გვარამიას განმარტებით, 24 ნოემბერს ეს ინფორმაციები კიდევ ერთხელ შეჯერდება და მაღალი ალბათობით, სასამართლო ისევ იმსჯელებს.
გაიგეთ მეტი:
- რას ნიშნავს სტრასბურგის დროებითი ღონისძიება — ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტება
- "ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული" — საია-ს თვმჯდომარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს
- სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებით ხასიათის ღონისძიება — მიქელაძე
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები