სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე სახელმწიფოს ინტერესებში პრობლემების მოგვარება უნდა იყოს — ბოკერია
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 24 ნოემბერს მიიღებს, მანამდე კი სახელმწიფოს ინტერესებში პრობლემების მოგვარება უნდა იყოს.
"სტრასბურგის სასამართლოს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, არა თუ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ან თუნდაც მთლიანი ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ იქამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი და მოხსნილი იყოს", — ამბობს ბოკერია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაავალოს.
სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაურკვევლობა მოყვა, რაც გუშინ, 10 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ, ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. გუშინვე სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.
გაიგეთ მეტი:
- რას ნიშნავს სტრასბურგის დროებითი ღონისძიება — ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტება
- "ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული" — საია-ს თვმჯდომარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს
- სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებით ხასიათის ღონისძიება — მიქელაძე
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები