კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი — ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები დადასტურებაა იმისა, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, მისი თქმით, დასტურდება ისიც, რომ სააკაშვილი მოტყუებით, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.
"კადრებში ვიხილეთ #18 დაწესებულებაში მოყვანის პროცესი, სადაც ნათლად დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ის არ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში და მიუხედავად მისი კატეგორიული წინააღმდეგობისა, ის მოიყვანეს გლდანის #18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, არ თანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა საკუთარ წინააღმდეგობრივ პოზიციას და ეს არის ზუსტად ასახული ამ კადრებზე და ასევე, არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაზეც ვაპელირებდით ზუსტად, ღირსებისშემლახავი მოქმედება, რაც ბუნებრივია, სამწუხაროა", — აცხადებს ის.
პენიტენიცურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
თავდაპირველად, ვიდეოში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ათამდე ბადრაგმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გადმოიყვანა, შენობაში და შემდეგ ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანა, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს.
ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ გაიწია, თუმცა ხელი არ დაურტყამს.
მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როდესაც გლდანის ციხეში გადაიყვანეს. გავრცელებულ წერილში ის იქ შეყვანის დეტალებს აღწერს. სააკაშვილის თქმით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები