"რამდენი ხანი გრძელდება?!"— ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრს შვილმა პირდაპირი ჩართვა გაათიშვინა
კარანტინში სახლიდან მუშაობისას თუ რამე გამოწვევა შეგხვდა, პირველ რიგში ალბათ ბავშვები, რომლებიც არაფრად დაგიდევენ ძლივს გასწორებულ კამერას და უაპელაციოდ გაწყვეტინებენ თათბირს ან მნიშვნელოვან ზარს.
ეს ამბავი ყველასთვის იმდენად ნაცნობია, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, ჯასინდა არდერნი, არც კი აღელვებულა, როცა პირდაპირი ჩართვის დროს თავისი სამი წლის შვილი კითხვით მიეჭრა.
"წესით ლოგინში უნდა იყო, საყვარელო", — დაყვავებით უპასუხა ჯასინდამ შვილს, რომელიც დაძინებული ეგულებოდა, — "ორ წუთში მოვალ და დაგხედავ, კარგი? ბებო დაგაძინებს".
არდერნმა, რომელიც ფეისბუქლაივში ეპიდსიტუაციაზე საუბრობდა, მაყურებლებს მოუბოდიშა და სასხვათაშორისოდ იკითხა, დაძინების შემდეგ ბავშვები თქვენც თუ გაგირბიან სამი-ოთხჯერ საწოლიდანო. იქვე დასძინა, კიდევ კარგი, დედაჩემი აქ არის და დამეხმარებაო. თუმცა...
"რამდენი ხანი გრძელდება?", — მალე ისევ გაისმა 3 წლის ნევეს ხმა, რომელიც დედის დაპირების შეუსრულებლობის გამო აშკარად უკმაყოფილო ჩანდა.
"ბოდიში, საყვარელო, დიდხანს გრძელდება კი", — მიხვდა არდერნიც და ნაჩქარევად გადაწყვიტა დამშვიდობება და ლაივჩართვის გათიშვა. იმედიც გამოთქვა, მომავალში უფრო ხანგრძლივად და შეწყვეტინების გარეშე შევძლებ ჩართვასო.
ახალზელანდიელი პოლიტიკოსებისთვის უდროო დროს ოჯახის წევრის მიერ მნიშვნელოვანი ჩართვის შეწყვეტინება უცხო ნამდვილად არაა. რამდენიმე თვის წინ, როცა ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი კარმელ სეპულონი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ერთვებოდა, თავისი შვილი მხიარულად შეიჭრა მის ოთახში და უჩვეულოფორმიანი სტაფილოს კადრში ჩვენება დაიწყო.
თუმცა, ბავშვების მიერ პირდაპირი ჩართვის შეწყვეტინებაში რომ ჩემპიონატი იმართებოდეს, ამას, ეჭვგარეშეა, პროფესორ რობერტ კელის შვილები მოიგებდნენ. კელი 2017 წელს BBC-ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა, როცა მის კაბინეტში ჯერ უფროსი შვილი შეიჭრა ცეკვა-ცეკვით, მერე კი მას ძმაც მიჰყვა ჭოჭიალათი.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები