ბრეგაძის თქმით, მოხარული იქნებიან, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მოხარული იქნებიან, თუ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, ოღონდ, დათქმების გარეშე.
"ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ის, რა თქმა უნდა, დათანხმდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს გადაყვანილი ეს ადამიანი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, რომ ახსნას?
თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას და ეს ძალიან კარგია, ჩვენ ამას მივესალმებით და მე ეს დღესაც მრავალგზის დავადასტურე, რომ ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ამ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის იქნება გადაყვანილი უკან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვას, თუ მინისტრი აქამდე ამბობდა, რომ სააკაშვილი ფაფებს იღებს, მაშინ რატომ ამბობს ახლა, რომ მან შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ბრეგაძე ასე პასუხობს:
"მე არასოდეს მითქვამს არცერთ ეთერში ტერმინი შიმშილობის შეწყვეტა. მე ვთქვი და პასუხისმგებელი ვარ ჩემს მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვაზე და ეს იყო შემდეგი: ის ღებულობს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს".
ის იმეორებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება სადეპუტატო კითხვის გამო მოუწია.
"ამ პასუხში არ ყოფილა საუბარი იმაზე, შიმშილობა შეყწდა, თუ არ შეწყდა. ამ ტერმინზე ჩვენ არ გვქონია აპელირება. რა თქმა უნდა, ოპონენტებმა, რომლებმაც შეიძლება, შიმშილობის ფორმების შესახებ არც კი იციან საერთოდ, აიტაცეს ტერმინი, თითქოს მე განვაცხადე, რომ ამ ადამიანმა შეწყვიტა შიმშილობა", — განაცხადა მან.
რატი ბრეგაძის განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის შიმშილობა "ფეიკი" იყო.
სააკაშვილის განცხადებით, მისი შიმშილობა უკვე გახდა რუსეთისა და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი არა მის, არამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორც კი გადაიყვანენ სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას შეწყვეტს. თუმცა ის უარზეა გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები