გირჩი — მეტი თავისუფლების წევრები ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან აქციებს მართავენ. პარტიის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ექვს ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია სატრანსპორტო საშუალებით.

პარტია ითხოვს სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას, რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე და პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.