ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, სირცხვილია კვირას აქციას გეგმავს
ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, კვირას მოძრაობა სირცხვილია აქციას გეგმავს. ამავდროულად აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
"აქ და ახლა ყველაზე მართლები ვართ და არასდროს ყოფილა ჩვენი პროტესტი იმაზე უფრო ლეგიტიმური, ვიდრე ახლაა! 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიდევ ერთხელ და ერთად მოვითხოვთ იმას, რასაც უკვე ბევრი წელია ეს ქვეყანა იმსახურებს — სამართლიან, სრულად პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს, რადგან ლეგიტიმაციადაკარგული ქართული ოცნება არ შეიძლება ისევ აგრძელებდეს ქვეყნის მართვის იმიტაციას და თუ ერთხელ მაინც მდგარხარ ქვეყნის სამსახურში, პოსტზე გამოცხადების დროა!", — აცხადებენ აქტივისტები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამომრჩევლის ნება მოიპარა. აქტივისტები აღნიშნავენ, რომ არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში არსებული კიდევ უფრო გაღრმავებული პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსვლის გზად ქართულ ოცნებას მხოლოდ ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ბრძოლა ესახება.
"იმის ფონზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 43-ე დღეა შიმშილობს, არჩევნები გაყალბებულია, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი კი გაბრაზებული ქართული ოცნება სიტუაციის დეესკალაციის ნაცვლად ამძაფრებს დაძაბულობას და ცალსახად დგამს ნაბიჯებს სამოქალაქო დაპირისპირების გასაღვივებლად.
ხელისუფლება, რომელიც 9 წელია განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს ქვეყნის მტრად აცხადებს, თავად იქცა კოლაბორაციონისტად, რაც "ისე გვაშორებს ევროკავშირს, როგორც არასდროს" (ვიოლა ფონ კრამონი)", — ვკითხულობთ განცხდებაში.
გარდა ამისა, აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ ქართული ოცნების ამორალური და არაჰუმანური ქმედებები, პუტინის რუსეთის გეგმის ზედმიწევნით შესრულებაა.
"მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა ამომრჩევლის ნება, მიიტაცა სასამართლო, შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შელახა ყველა დემოკრატიული ინტიტუტი და შედეგად დაამყარა ავტორიტარული მმართველობა, რუსეთისგან სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები