მელიას თქმით, კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებზე საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებად შეაფასა. მისი განცხადებით, კობახიძემ ყველა პარტნიორს უთხრა, რომ თუ საქართველოს მარლმსაჯულებას პოლიტიზებულს უწოდებენ ან იტყვიან, რომ პოლიტპატიმრები ჰყავთ, მათ ქვეყნის მტრებად გამოაცხადებენ.
"საეტაპო განცხადებაა რა თვალსაზრისით იცით? ღია დეკლარაციაა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების. ამ რეჟიმმა გვითხრა და უთხრა ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ქომაგობენ ქართული დემოკრატიის განვითარებას, რომ ამიერიდანო ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში ჩვენ მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზებული და მიკერძოებულიო, ვიტოვებ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრად გამოგაცხადოთო", — განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.
მისი თქმით, კობახიძის საქციელში არაფერი ხდება იმისგან განსხვავებული, რაც უკრაინაში ყოფილმა პრეზიდენტმა, იანუკოვიჩმა გააკეთა.
"ეს არ არის ხუმრობა, ეს არის თეთრზე შავად დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახით, სინამდვილეში რუსების დავალებით", — განაცხადა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკის პასუხად ევროპელ პარტნიორებს აკრიტიკებს, მათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელ ლობისტებს უწოდებს და პასუხისმგებლობას აკისრებს "კრიმინალების გათავისუფლების" გამო.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელსაც არ აკონკრეტებს და ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტად მოიხსენიებს, სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. სავარაუდოდ, ის ანა ფოტიგას გულისხმობს, რადგან იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის წერილშიც იყო აღნიშნული, რომ ფოტიგამ პოლიტპატიმრები ახსენა.
კობახიძე სვამს კითხვას, მიაჩნია თუ არა ამ ევროპარლამენტარს საქართველო სახელმწიფოდ და აცხადებს, რომ საკითხი დგას მარტივად — "ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები". მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების.
ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს იმასაც, რომ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ ითანამშრომლობენ მათთან, ვინც მიკერძოების გამო "საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს". სავარაუდოდ, ეს არაერთ ევროპარლამენტარს ეხება, რადგან კობახიძეს და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ბევრი მათგანი ჰყავს გაკრიტიკებული ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებების გამო.
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ისინი ექსპრეზიდენტის სანახვად არ შეუშვეს, რადგან სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებაა.
ოპოზიციური პარტიები კი აკრიტიკებენ ხელისუფლებას ევროპარლამენტარის საპატიმროში არშეშვების გამო. მათი განცხადებით, მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას.
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები