დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, მალე საქართველო ისევ სტუმართმოყვარეობით დაგხვდებათ — სააკაშვილი ფოტიგას
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას სოლიდარობისთვის. ის წერს, რომ ვინც მის სანახავად არ შეუშვა, მალე არ იქნება ხელისუფლებაში და ფოტიგას საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით დახვდება.
"სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი. [...]
ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს", — წერს ის.
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, რადგან სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.
ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება და განაცხადეს, რომ მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას. ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპელი პარტნიორების ნაწილი გააკრიტიკა და მათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები უწოდა. ფოტიგას მიერ "პოლიტპატიმრების" ხსენების გამო, მან განაცხადა, რომ პარტნიორებმა ან უნდა აღიარონ, რომ საქართველო სახელმწიფოა, სადაც კანონი კანონობს, ან "მოუწევთ", რომ მათ უწოდონ "კრიმინალების მფარველები". კობახიძემ თქვა ისიც, რომ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ ითანამშრომლებენ მათთან, ვინც მიკერძოების გამო "საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს".
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები