ექიმების მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უფრო ინტენსიურად უნდა განაგრძოს — ომბუდსმენი
სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის გარშემო გამოთქმულ სხვადასხვა პოზიციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატიური და ეფექტიანი გახადოს.
მისი აზრით, მულტიფუნქციურმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უფრო ინტენსიურად უნდა განაგრძოს. ამავდროულად, ლომჯარია აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სავარაუდოდ, ასე პასუხობს ის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატების სურვილს, მისი ეგიდით შეიქმნას ახალი კონსილიუმი პარიტეტული მოტივებით.
"უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიცირების საკითხებს (მათ შორის, პაციენტის, პირადი ექიმის, ადვოკატების პოზიციების გათვალისწინებით), კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა. ასევე, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე. [...]
ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს", — აცხადებს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად.
"სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები.
ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სახალხო დამცველი ასრულებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და მომავალშიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას. პატიმრის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა სრულფასოვნად უნდა განაგრძოს იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექიმებთან ერთად მოითხოვენ, სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნას პარიტეტული კონსილიუმი, რომელშიც მათი მხრიდან 8 ექიმი შევა. ასევე, გვარამიამ მიმართა ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს, რომ წარადგინონ ჯგუფი 8 ექიმით და აღნიშნა, რომ ომბუდსმენს თავადაც შეუძლია წარმომადგენლების ჩართვა, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს.
დღეს, 14 ნოემბერს, სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას. მანვე აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა კონსილიუმის შესვლას, სიმართლეს არ შეესაბამება.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები