პრობლემურია, რადგან შერჩევითი მიდგომა აქვს სახელმწიფოს — GDI შსს-ს განცხადებაზე
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პრობლემურის უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, უწყებამ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შემთხვევაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყება დააანონსა. GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე On.ge-სთან აცხადებს, რომ დღევანდელი აქციები, როგორც წინა, უნდა განვიხილოთ არა ფორმალური გაგებით, არამედ იმ კონტექსტში, თუ რა კონტექსში იმართება ეს აქციები. მისივე თქმით, ყურადღება უნდა მივაქციოთ, წარსულ შემთხვევებში როგორი დამოკიდებულება ჰქონდა შსს-ს გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით.
"გზის გადაკეტვის აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი მიდგომა აქამდე არ განუხორციელებია წარსულში, რაც მე მახსოვს ყოველშემთხვევაში. ნამახვანჰესის დროსაც ხდებოდა გზის გადაკეტვა, მათ შორის თბილისში, თვითონ ადგილზე და კახეთშიც გზას ხშირად კეტავენ იქაური ფერმერები. თუმცა არცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არ უთქვამს, ვაპირებ სისხლის სამართლებრივი წესით ადამიანებს დავსაჯო ამისთვის. დღეს ვხედავთ განსხვავებულ განცხადებას, წინასწარ აფრთხილებს აქციის მონაწილეებს სახელმწიფო, რომ ის ბევრად უფრო მკაცრი იქნება დღეს და გარდა ადმინისტრაციული დაკავებებისა, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ სისსხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებაც. ამიტომ, ეს არის პრობლემური, შერჩევითი მიდგომა აქვს სახელმწიფოს და მხოლოდ მაშინ ხედავს დანაშაულის ნიშნებს, როდესაც მისთვის პოლიტიკურად ემოციური საკითხია, ამ შემთხვევაში მათ ბევრად უფრო მკაცრი დამოკიდებულება აქვთ, მაშინ, როცა წარსულში ეს მიდგომა არ ჰქონია", — ამბობს კაპანაძე On.ge-სთან.
რაც შეეხება პროპორციულ ძალასა და სპეციალურ საშუალებების შესაძლო გამოყენებას, GDI-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამის თქმა წინასწარ რთულია, მაგრამ აღნიშნავს, რომ წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით, მოლოდინი უფრო მეტად სკეპტიკურია.
დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე შსს-მ განაცხადა, რომ კანონის თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დაუშვებელია და ამ წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. უწყების განცხადებით, აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანი თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაა. შსს-ს თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალასა და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ თბილისის ორივე სანაპიროზე გზის გადაკეტვა დააანონსა. აქციის მონაწილეები 14:00 საათზე მეტრო ავლაბართან შეიკრიბებიან, რის შემდეგ მოეწყობა მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.
მელიას თქმით, ესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები