სააკაშვილის თქმით, კონტაქტი ჰქონდა ციხის საავადმყოფოს დირექტორთან, ველოდებით PCR-ის პასუხს — ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტი აუღეს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულების დირექტორთან, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა, კონტაქტი არაერთხელ ჰქონდა.
"ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ნომერ მე-18 სამედიცინო დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი, ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, კონკრეტულად რა დროს ჰქონდა მას ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით პასუხს", — განაცხადა საძაგლიშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა On.ge-ს დღეს, 15 ნოემბერს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. ინფორმაცია მისი შესაძლო ინფიცირების შესახებ მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა როგორც სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, ციხეში მას უთხრეს, რომ დირექტორს ვირუსი არ ჰქონდა და დაწესებულებაში ცხვირის ოპერაციის გამო არ იმყოფებოდა.
ექსპრეზიდენტი უკვე 46 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — ამის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
13 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობდა და საწოლიდან ვერ ადგა. 14 ნოემბერს კი მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი სუსტად არის, მაგრამ სასამართლო პროცესზე დასწრება შეუძლია. სურვილის მიუხედვად, ის პროცესზე ისევ არ დაასწრეს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები