იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილთან კონსილიუმს მაშინ შეუშვებენ, როცა დამატებითი რეკომენდაციები დასჭირდებათ
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გლდანის ციხეში ექსპრეზიდენტთან კონსილიუმს მაშინ შეუშვებენ, როცა ამის საჭიროება დადგება. მინისტრს კითხეს, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და ყველაფერი კარგადაა, რატომ არ უშვებენ კონსილიუმს იმის შესამოწმებლად, რა პირობებშია სააკაშვილი, რაზედაც მან განაცხადა, რომ კონსილიუმს მაშინ მიიწვევენ, როცა რეკომენდაციები ენდომებათ.
"კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა #12 დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამკურნალო და არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება #18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, იმისთვის, რათა დამატებით თუ გახდება საჭიროება, რომ მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", — განაცხადა მან.
მან მოუწოდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ და განაცხადა ისიც, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას სრული რესურსი გააჩნია, რომ უზრუნველყოს როგორც ექსპრეზიდენტის არსებული მდგომარეობის კონტროლი, ასევე, შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამით მან კიდევ ერთხელ უთხრა სააკაშვილს უარი, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, რა შემთხვევაშიც ის შიმშილობის შეწყვეტას გეგმავდა.
მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად ვრცელდება დეზინფორმაცია, რის აღმოსაფხვრელადაც ყოველდღე ექიმების ჯგუფი განმარტებებს გააკეთებს. ჟურნალისტის კითხვაზე, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გლდანის დაწესებულებაში ყოფნის დროს, ის ასე პასუხობს: "ბუნებრივია, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, მის ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელი არის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება". მინისტრი ამტკიცებს, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე იღებს. მისი თქმით, გლდანის ციხეში ერთიც და მეორეც "უმაღლეს დონეზე" არის დაცული.
კონსილიუმის წევრებს ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა არ უნახავთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითოს მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურს, რაც მისმა ადვოკატებმა უარყვეს. 14 ნოემბერს შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პოზიცია კონსილიუმს აცნობეს, ამიტომ ექიმებს იმავე დღეს ელოდებოდნენ. საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ორსაათიანი ლოდინის შემდეგ კონსილიუმი ციხეში არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათები იყო.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები მოითხოვენ, სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნას ახალი კონსილიუმი პარიტეტული მოტივებით, რომელშიც 8 ექიმი სააკაშვილის, 8 კი სახელმწიფოს სურვილით შევა. ომუბდსმენმა განაცხადა, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულმა კონსილიუმმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უფრო ინტენსიურად უნდა განაგრძოს.
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
კომენტარები