ფაზი — განავითარე გონება თამაშით
ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიის დროს გაჩენილი მთავარი დეფიციტი ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, ხალისი და ბედნიერებაა. შინ შეკეტილებს ყველაზე მეტად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვენატრა და, შესაბამისად, ისეთი საქმიანობების გახსენება დავიწყეთ, რაც მანამდე მივიწყებული გვქონდა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ მთელ მსოფლიოში ლამის კომპიუტერულ თამაშებზე პოპულარული გახადა. სწორედ ამ პანდემიის დროს გაჩნდა კომპანია ფაზის შექმნის იდეაც, რომელიც გიორგი ბახუტაშვილმა და ალექსანდრე კინკრიაშვილმა თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით უმოკლეს დროში რეალობად აქციეს.
"სხვა ბიზნესის ფარგლებში თიბისისთან ურთიერთობის 8 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის ის ბენეფიტები, რასაც თიბისი გვთავაზობს, განსაკუთრებით პიარის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, იდეის რეალობად გადასაქცევად თიბისის მივმართეთ და მათი მხარდაჭერით შევიძინეთ პირველი პროდუქცია ფაზისთვის, რომლის სახელწოდებაც ფაზლიდან მომდინარეობს. სწორედ ფაზლები იყო იდეაში ჩვენი მთავარი პროდუქტი, რომელსაც შემდეგ სხვა სახეობებიც მიემატა", — ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი.
ფაზი გონების განმავითარებელი სათამაშოების — ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო-კონსტრუქტორების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და დღეისათვის უკვე 500-მდე ასორტიმენტის პროდუქციას აერთიანებს. ფაზის ძირითადი მომხმარებელი 18-დან 45 წლამდე ადამიანია, თუმცა მის ვებგვერდზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის სათავისო თამაშს, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, გართობის გარდა, "ტვინის ჭყლეტის" ფუნქციაც აქვს.
მრავალნაირი ფაზლისა და ყველაზე გაყიდვად სამაგიდო თამაშების — კატანის (Catan), სპლენდორის (Cities of Splendor), დიქსითის (Dixit!) გვერდით, განსაკუთრებულად პოპულარულია ქართული კომპანიების მიერ შექმნილი თამაშებიც, როგორიცაა გორგასალი და არ მოსულა.
პროდუქციის ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის გარდა, ფაზს სხვა ონლაინ მაღაზიებისგან მომხმარებელთან სწრაფი კომუნიკაცია და მიწოდების სწრაფი სერვისიც (3 სამუშაო დღემდე) გამოარჩევს. გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ ეს სამი ფაქტორი მათი კონცეფციის საფუძველია, რამაც მათ ერთი წლის თავზე 11 000 გამომწერი, მომხმარებლის ყოველდღიური პოზიტიური უკუკავშირი და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად დიდი მოტივაციაც მოუტანა.
"თუკი რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქციის ყიდვა ქართველ მომხმარებელს მხოლოდ ამაზონზე შეეძლო, დღეს ჩვენს საიტზე www.puzz.ge შეუძლია, სადაც ასამდე სახეობის ფაზლია წარმოდგენილი. მომავალშიც გვინდა, ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანმა შეძლოს ჩვენთან თავისი გემოვნებისა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, რომლებსაც სხვადასხვა მომწოდებლებისგან ვუყრით თავს როგორც ადგილობრივად ასევე სხვა ქვეყნებიდანაც".
ერთი წლის თავზე მოპოვებული წარმატება ფაზისთვის უკვე არის იმის დასტური, რომ ბიზნესმა გაამართლა. კიდევ ერთი წლის თავზე კომპანია, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, უკვე შოურუმის გახსნას გეგმავს. განსაკუთრებული სიახლე კი ფაზლების ქართველი მოყვარულებისთვის სულ მალე დაგეგმილი ახალი მომსახურება იქნება, რომლის ფარგლებშიც თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ნახატსა თუ სურათს „ფაზი“ უმოკლეს დროში ფაზლად აქცევს.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები