Cosmotronix ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის ჰაკათონის — ციფრული განათლება მომავლისთვის — გამარჯვებულია
ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის ჰაკათონის ციფრული განათლება მომავლისთვის • Hackathon • Digital Education For Future ფინალი 10 ნოემბერს გაიმართა. ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში მიმდინარეობდა.
ჰაკათონზე ჯამში 250 ადამიანი დარეგისტრირდა, ფინალური ეტაპისთვის კი 163 ადამიანი შეირჩა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა გუნდებმა 43 საგანმანათლებლო იდეა წარმოადგინეს.
კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი გახდა Cosmotronix, რომელიც საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულ გუნდს ჰაკათონის პარტნიორი TBC Z-სგან გადაეცა ჯილდო 2000 ლარის ოდენობით და აგრეთვე გუნდის თითოეულ წევრს ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურსის ფარგლებში გამოავლინა რჩეული გუნდი STEMGE, რომელსაც 1500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი გახდა Veni Vidi Didict, რომელიც დაჯილდოვდა 1500 ლარით.
ჰაკათონის პარტნიორმა UNDP Georgia Accelerator Lab-მა გამოავლინა ასევე რჩეული გუნდები:
- FutureS-რომელიც დასაჩუქრდა 750 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებით;
- BMA-რომელიც დასაჩუქრდა 750 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებით;
- VISU-რომელიც დასაჩუქრდა 1500 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებით.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, კომპანია Innotec-მა გამოავლინეს რჩეული გუნდები ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებიდან. თითოეულ რჩეულ გუნდს გადაეცა არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრები.
რჩეული გუნდები:
- მატრიქსი-ახაშნის საჯარო სკოლა
-
Myrobot.ge- ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლა
-
TECH-N³EM-სსიპ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა
5,6,7 ნოემბერს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა მიმართულების ლექციებისთვის. 9-10 ნოემბერს კი გუნდები 2 დღის განმავლობაში მენტორებთან ერთად მუშაობდნენ იდეის დახვეწასა და პროტოტიპების ჩამოყალიბებაზე.
ადგილობრივი ჟიურის წევრები იყვნენ:
- ნანა დიხამინჯია — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი;
-
სანდრო ასათიანი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
-
მერაბ ლაბაძე — ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
-
გიგა გოცირიძე — სანდიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი;
-
მამუკა აფაქიძე — ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკის მთავარი სპეციალისტი;
-
ვახტანგ ბალავაძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი;
-
ნატო ჩაკვეტაძე — 500 Startup -ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
-
სესილი ვერძაძე — გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი, UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია.
პროექტის მხარდამჭერია კომპანია ბილაინი.
ჰაკათონის მედიაპარტნიორი იყო NEXT.On.ge — მეცნიერება და ტექნოლოგიები.
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები