საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ის ონლაინ შეხვედრა — ღია ბანკინგი და უსაფრთხოება გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე DataFest Tbilisi-ის ონლაინ შეხვედრა "ღია ბანკინგი და უსაფრთხოება" გაიმართება. ღონისძიების სპიკერები მიმოიხილავენ, თუ რას ნიშნავს ღია ბანკინგი, რა შესაძლებლობებს ქმნის ის ბიზნესისთვის და ფინტექ კომპანიებისთვის. ასევე, რა გამოწვევები ახლავს ღია ბანკინგს პერსონალურ და სხვა სახის მონაცემებთან დაკავშირებით.
ონლაინ შეხვედრას სპიკერები საქართველოს ბანკიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან და საქართველოს საბანკო ასოციაციიდან გაუძღვებიან. ღონისძიების სამუშაო ენა ქართულია. შეხვედრაზე დასწრება როგორც Zoom-ის, ასევე DataFest Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებითაა შესაძლებელი. Zoom-ში დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
"საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მასშტაბური ღონისძიება თუ საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მომდევნო ონლაინ შეხვედრა აქტუალურ თემას — ღია ბანკინგს დაეთმობა. სპიკერები სიღრმისეულად მიმოიხილავენ, თუ რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა ღია ბანკინგის შესახებ, რა გამოწვევები ახლავს მას პერსონალურ და სხვა სახის მონაცემებთან დაკავშირებით. ასევე, როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება. საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვა დაიწყო. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას და მეტი შესაძლებლობების შექმნას როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ფინტექ კომპანიებისთვის", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
ვრცლად სპიკერების შესახებ
დავით პაპუაშვილი — საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012-2019 წლებში, ხელმძღვანელობდა სებ-ის საოპერაციო რისკებისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებას. დანერგა ფინანსური სექტორის საოპერაციო რისკებისა და კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოები საქართველოს ფინანსურ სექტორში.
ინგა ქარჩავა — საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის გუნდის წევრი, საბანკო ანალიტიკის მიმართულებით. სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელი რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა საბარათე გადახდების ცენტრში საოპერაციო საქმიანობისა და რისკების მართვის მიმართულებას. მათ შორის მულტიფუნქციური გუნდების მართვას, საოპერაციო პროცედურების შემუშავებას, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელებას და შესაბამისი უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტების პროცესის მართვას.
გიორგი კინწურაშვილი — საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში 10 წლიანი გამოცდილებით. გიორგი ღია ბანკინგის სფეროში ციფრული სერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული.
შეხვედრის პარტნიორები არიან გრანტ ტორტონი და next.on.ge.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები