პენიტენციურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი ბრიფინგი გამართა: რა თქვა უწყების წარმომადგენელმა
იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პენიტენციურ სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საფრთხე არ ემუქრება.
"ძირითადი სასიცოხლო მაჩვენებლები, როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება, ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, ის უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.
დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და საფრთხე არ ემუქრება", — განაცხადა მან.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგოია ექსპრეზიდენტის აძირითადი მარკერები, მაგალითად, ჰემოგლობინის შემცველობა ან მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, ასევე, არსებობდა, თუ არა ჰიპოგლიკემიური კომის განვითარების საფრთხე. პასუხად მან განაცხადა, რომ უფრო მეტად ვერ დააკონკრეტებს სააკაშვილის ანალიზების პასუხებს, რადგან ეს პერსონალური მონაცემებია. მანვე განაცხადა, რომ კონსილიუმი არ შეჩერებულა და ბრიფინგი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა.
დღეს, 16 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად ვრცელდება დეზინფორმაცია, რის აღმოსაფხვრელადაც ყოველდღე ექიმების ჯგუფი განმარტებებს გააკეთებს. მის თქმით, სააკაშვილზე ისაუბრებდნენ ის ექიმები, რომლებიც უშუალოდ მკურნალობენ და აქვთ ყველაზე მეტი ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობაზე. მანვე განაცხადა, რომ გლდანის ციხეში კონსილიუმს მაშინ შეუშვებენ, როცა ამის საჭიროება დადგება და რეკომენდაციები ენდომებათ.
კონსილიუმის წევრებს ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა არ უნახავთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითოს მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურს, რაც მისმა ადვოკატებმა უარყვეს. 14 ნოემბერს შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პოზიცია კონსილიუმს აცნობეს, ამიტომ ექიმებს იმავე დღეს ელოდებოდნენ. საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ორსაათიანი ლოდინის შემდეგ კონსილიუმი ციხეში არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათები იყო.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები მოითხოვენ, სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნას ახალი კონსილიუმი პარიტეტული მოტივებით, რომელშიც 8 ექიმი სააკაშვილის, 8 კი სახელმწიფოს სურვილით შევა. ომუბდსმენმა განაცხადა, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულმა კონსილიუმმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უფრო ინტენსიურად უნდა განაგრძოს.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები