რას უნდა ელოდო სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმზე?
თუ ხარ სოციალური მეწარმე, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ან უბრალოდ თემით დაინტერესებული პირი, მაშინ ეს სტატიაა შენთვისაა.
სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმის გამართვამდე სულ ცოტა დრო რჩება. ღონისძიება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, 18 ნოემბერს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. ფორუმის ფორმატი ჰიბრიდულია, რაც მასში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველისთვის, უფრო ამარტივებს.
რეგისტრაციას ამ ბმულიდან მარტივად შეძლებთ.
რას უნდა ელოდოთ ფორუმზე?
აღნიშნული ფორუმი სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც სოციალურ მეწარმეობაში ამინდს ქმნის. ამ დღეს თავს იყრიან სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები. ფორუმის მიზანი კი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა.
ღონისძიების თემატური ფოკუსია:
- როგორ და რატომ გავზომოთ სოციალური გავლენა?
- სოციალური საწარმოებისა და ტრადიციული ბიზნესების თანამშრომლობა
წლის სოციალური საწარმო 2021
ღონისძიების კულმინაციური მომენტია წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები პოტერია, მეგობარი და დადარი გახდნენ. გამარჯვებული 18 ნოემბერს გამოვლინდება და "წლის სოციალური საწარმო 2021-ის" სტატუსთან ერთად მიიღებს ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის.
ფორუმის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, BDO საქართველო, არქი, სოკარი, ბოდიშოპი, ეიჩესი ჯგუფი, ბიზნესპარტნიორი, MAC Georgia, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფორუმის მუდმივი მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო, როგორც ასოცირებული პარტნიორი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები