სახალხო დამცველი სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა სთხოვოს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნებართვის შემთხვევაში ისინი სტრასბურის სასამართლოს სააკაშვილის შესახებ მათ მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდიან.
"ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ეთანხმება, სახალხო დამცველს რთავს მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაავალოს.
სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაურკვევლობა მოყვა, რაც 10 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ, ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. გუშინვე სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.
მინისტრი ამტკიცებდა იმასაც, რომ სასამართლომ სააკაშვილს "მოსთხოვა" შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამავე პოსტში წერდა, რომ სასამართლომ მას "დაჟინებით მოუწოდა" შიმშილობის შეწყვეტისკენ. პასუხად გვარამიამ განმარტა, რომ სასამართლო მოქალაქეს მოუწოდებს და არა მოითხოვს.
ერთადერთი საერთო, რაზეც როგორც დაცვის, ისე სახელმწიფოს მხარე თანხმდებოდა, არის ის, რომ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. გვარამიას განმარტებით, 24 ნოემბერს ეს ინფორმაციები კიდევ ერთხელ შეჯერდება და მაღალი ალბათობით, სასამართლო ისევ იმსჯელებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები