მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები ფანჯრებიდან, რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს — დეკანოიძე სააკაშვილზე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის სანახავად აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეს არ იღებს წამლებს და სუსტადაა. დეკანოიძეს თქმით, სისუსტე გამოიხატება იმაში, რომ მას უჭირს წონასწორობის დაცვა.
"უჭირს ნამდვილად გადაადგილება და სიარული, სუსტად არის. ეს სისუსტე წონასწორობის დაცვის სირთულეს წარმოადგენს მისთვის. მითხრა, რომ არ იღებს წამლებს რამდენიმე დღეა, რომელიც აუცილებელია მისი სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ჰიპერტონული კრიზი დაემართოს და ჰქონდა რამდენჯერმე უკვე. რა თქმა უნდა, ფერი აქვს ძალიან მძიმე. ანუ, ყვითელი და კიდევ უფრო ფერმკრთალი. გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მე მოვინახულე", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი ინფორმაციით, გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები მიმდებარე დაწესებულებების ფანჯრებიდან სააკაშვილის მისამართით. დეკანოიძე ამბობს, რომ სააკაშვილი ძალიან წუხს ელენე ხოშტარიას გამო. ასევე, წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი არ შეუშვეს მის სანახავად თუმცა, იმედი აქვს, რომ შეძლებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრას.
ხატია დეკანოიძის შემდეგ სააკაშვილის სანახავად ციხის საავადმყოფოში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი ინიციატივით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მივიდა. ისინი ორ საათზე მეტია პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულების ტერიტორიაზე იმყოფებიან, თუმცა უცნობია მისცეს თუ არა სააკაშვილთან შეხვედრის უფლება.
მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა. ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის #18 დაწესებულება სამკურნალოა და თავს იკავებენ იქ შეუშვან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები