როგორ ვმართოთ ატოპიური დერმატიტი? – რჩევები თოდუას კლინიკის ექიმისგან
ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ეს დიაგნოზი ბავშვების დაახლოებით 10-15%-ს, ხოლო მოზრდილი ადამიანების 4%-ს აწუხებს. ატოპიური დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა და მას პერიოდული გამწვავება ახასიათებს.
დაავადების სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტირებასა და მართვის გზებზე უფრო დაწვრილებით თოდუას კლინიკის დერმატოლოგი, ნათია თოდუა საუბრობ.
— რა სიმპტომები ახასიათებს ატოპიური დერმატიტს და როდის ვლინდება ის ყველაზე ხშირად?
— ატოპიური დერმატიტის მთავარი სიმპტომებია: ქავილი, მშრალი, დამსკდარი და აქერცლილი კანი. ძირითად სიმპტომს მაინც ქავილი წარმოადგენს, რომელიც ძლიერდება ტემპერატურის ცვლილებისა და სტრესის დროს. გარდა ამისა, ქავილი ძლიერდება ღამით და შეიძლება პაციენტს ძილი დაურღვიოს. ინტენსიური ფხანისას კანის ზედაპირი ზიანდება და ხშირად ჩნდება ექსკორიაციები, ანუ ნაკაწრები. ასეთი ტიპის კანის დაზიანება შეიძლება გართულდეს მეორადი ინფექციით, ამიტომ საჭიროა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ ადეკვატური მკურნალობა. ასევე, ამ დაავადებას დროთა განმავლობაში ახასიათებს ლიქენიფიკაცია, ანუ კანის გასქელება იმ უბნებში, სადაც ქავილი ყველაზე ინტენსიურად არის გამოხატული.
ატოპიურ დერმატიტს შეიძლება ახლდეს სხვა დაავადებებიც, როგორებიცაა ასთმა და ალერგიული რინიტი. პაციენტებს ხშირად აქვთ სასუნთქი გზების პრობლემები და მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა ალერგენების მიმართ.
ატოპიური დერმატიტის შემთხვევათა 60% ვლინდება ერთ წლამდე, 85% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სიმპტომები, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და, შეიძლება, სრულებითაც გაქრეს, თუმცა არა ყოველთვის. ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
— სხეულის რა ადგილებზე ჩნდება ყველაზე ხშირად ატოპიური დერმატიტის ნიშნები?
ატოპიური დერმატიტის ნიშნები შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ ზოგჯერ, პაციენტის ასაკის მიხედვით გვხვდება მეტად დამახასიათებელ უბნებზე. ატოპიურ დერმატიტში განასხვავებენ სამ ძირითად ჯგუფს/სტადიას:
- ატოპია ჩვილებში, რომელიც ვლინდება 6 თვის ასაკამდე და ყველა საერთო სიმპტომთან ერთად უმეტესწილად ვლინდება ლოყებზე, შუბლზე, თავის კანსა და ნიკაპზე. შეიძლება იყოს გენერალიზებული სხეულის სხვადასხვა უბნებში მშრალი სიმეტრიული ლაქების სახით. ატოპია ამ ასაკში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სებორეულ დერმატიტთან ერთადაც.
- ატოპია ბავშვებში ვლინდება 2 წლიდან მომწიფების ასაკამდე და, ძლიერ ქავილთან ერთად, ახასიათებს გავრცელება ძირითადად ყელის მიდამოში, მაჯებსა და კოჭებზე, ხელისა და ფეხის კიდურების როგორც მომხრელ ზედაპირებზე, ასევე გამშლელებზეც. კანი შეიძლება იყოს ქავილისგან გაუხეშებული და გასქელებული. ატოპიური დერმატიტის ელემენტები შეიძლება შეგვხვდეს სახეზეც. ამ პერიოდში არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ განვითარდება ასთმა და ალერგიული რინიტი.
- ატოპია მოზრდილებში იწყება ბავშვობის გვიან წლებში, ახასიათებს უფრო გენერალიზებული ფორმა და სხვადასხვა ადგილას შეიძლება გამოვლინდეს.
— რა არის ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მთავარი მიზეზები?
ატოპიური დერმატიტი მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც მოიცავს კანის ბარიერულ პათოლოგიას და დამცველობითი ფუნქციის მოშლას, გარემო ფაქტორების ზემოქმედებას და იმუნური პასუხის დეფექტს. აღნიშნულთაგან მთავარი გამომწვევი მიზეზი მაინც კანის ბარიერული ფუნქციის შემანარჩუნებელი ცილა ფილაგრინის დეფექტი და უკმარისობაა, რომელსაც თავის მხრივ მივყავართ კანის დამცველობითი ფუნქციის მოშლამდე. ამ დროს კანს მარტივად ვნებს სხვადასხვა ალერგენები და გამაღიზიანებლები, რაც ანთების ხშირი მიზეზი ხდება.
ატოპიური დერმატიტის რისკფაქტორს წარმოადგენს გენეტიკური წინასწარგანწყობა. კვლევების მიხედვით, მისი განვითარების ალბათობა 50-60%-ით მატულობს, თუკი პაციენტის პირველი ხარისხის ნათესავს ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი აქვს.
— როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?
ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტირებისას ექვსი მთავარი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ. სახეზე უნდა აღინიშნებოდეს რამდენიმე ნიშანი:
- ქავილი;
- ტიპური გავრცელება და დაზიანების მორფოლოგია;
- ლიქენიფიკაცია, ანუ კანის გასქელება მოზრდილებში;
- დაავადების ნიშნები სახეზე და კიდურების გამშლელ ზედაპირებზე ჩვილებსა და ბავშვებში;
- ქრონიკული ან ქრონიკულად მორეციდივე დერმატიტები;
- ატოპიის პირადი ან ოჯახის ისტორია (ასთმა, ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი).
იმისათვის, რომ ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი დავსვათ, პაციენტი, ჩამოთვლილთაგან სულ მცირე სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. დიაგნოსტირებაში შედარებით იშვიათად ლაბორატორიულ კვლევებსაც ვიყენებთ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კლინიკური ნიშნებია.
— როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის მკურნალობა და როგორ უნდა მართოს ის თავად პაციენტმა?
ამ დაავადების მართვასა და მოვლაში უმთავრესი დამატენიანებელი საცხის სისტემატური ხმარებაა. სასურველია, რომ პაციენტმა ის დღეში 2-ჯერ მაინც გამოიყენოს. მათი გამოყენება ხელს უწყობს ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას. გასათვალისწინებელია, რომ დამატენიანებელი უნდა წაისვათ არა მხოლოდ დაზიანებულ ადგილებზე, არამედ მთლიან სხეულზე.
ატოპიური დერმატიტის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს საკვების ალერგენებმა. ამიტომ, პაციენტები უნდა დააკვირდნენ კონკრეტულად რა პროდუქტი იწვევს დაავადების გამწვავებას და მათი მირთმევა შეზღუდონ, ან შეწყვიტონ.
ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებში მნიშვნელობა აქვს შხაპის ხანგრძლივობას და წყლის ტემპერატურას — წყალი არ უნდა იყოს ცხელი, შხაპის მიღების დრო კი მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, რადგან ამ დროს სხეული დიდი რაოდენობით წყალს კარგავს და მის გამოშრობას უწყობს ხელს. ამიტომ კანის სათანადო დატენიანება აუცილებელია შხაპის შემდეგ. ასევე, სასურველია გამოყენებულ იქნას PH ნეიტრალური (PH 5.5) საპონი თუ დასაბანი საშუალება.
ატოპიური დერმატიტის დროს კანს არ უნდა ეხებოდეს შალი ან ხელოვნური ქსოვილი, რადგან ის კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებს კანს.
სასურველია, საძინებელ ოთახში აკონტროლოთ ტემპერატურა — ის არ უნდა აღემატებოდეს 19-20oC-ს. ასევე, უმჯობესია, რომ ოთახში ტენიანობაც დარეგულირდეს სპეციალური აპარატის გამოყენებით.
ატოპიურ დერმატიტს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებიც აღიზიანებს — ცივიდან თბილ გარემოში მოხვედრა და პირიქით. ამიტომ ზამთრის მოსვლასთან ერთად, როცა ჰაერიც საკმაოდ მშრალია, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ და კანს განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ.
ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში მივმართავთ როგორც ადგილობრივ, ასევე სისტემურ მკურნალობას და გავცემთ რეკომენდაციებს კანის სწორი მოვლის შესახებ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები