მიხარია, რომ სანთლის ყიდვა შემიძლია — ბრიტნი მეურვეობისგან გათავისუფლებაზე
ბრიტნი სპირსი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საჯაროდ ალაპარაკდა იმის შესახებ, თუ როგორია თავისუფლება თითქმის 14-წლიანი მეურვეობის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსი კანონიერი მეურვეობისგან გათავისუფლდა, რომლის ქვეშაც 2008 წლიდან მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით იმყოფებოდა.
პოპმომღერალი ახალ ვიდეოში გვიყვება, როგორია დიდი ხნის შემდეგ პირველად თავისუფალი ცხოვრება:
"დიდხანს ვიყავი ისეთ სიტუაციაში, რომელში ყოფნასაც არავის ვუსურვებ. ახლა კი თითოეული დღისთვის გულწრფელად მადლობელი ვარ", — ამბობს ბრიტნი ვიდეოში.
რადგან სასამართლოს დანიშნული მეურვის მიერ მის ფინანსებზე, კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე კონტროლი დასრულდა, მომღერალი აღნიშნავს, რომ ახლა დამოუკიდებლად შეუძლია ბევრი ისეთი რამის გაკეთება, რაც აქამდე ძალიან ენატრებოდა:
"ყოველი დღით უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ჩემი მანქანის გასაღები თან მქონდეს და თავი დამოუკიდებელ ქალად ვიგრძნო; მიხარია, რომ შემიძლია საკრედიტო ბარათის გამოყენება, [დიდი ხნის შემდეგ] პირველად ვხედავ ნაღდ ფულს და მაქვს შესაძლებლობა, სანთლები ვიყიდო", — ამბობს ის ვიდეოში.
"ეს წვრილმანი რაღაცებია, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობის მქონე და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.", — დასძინა მომღერალმა.
მას შემდეგ, რაც ივნისში მომღერალმა სასამართლოს სხდომაზე მეურვეობას "შეურაცხმყოფელი" უწოდა, ის პოსტებში საკუთარი გრძნობების შესახებ უფრო აქტიურად ალაპარაკდა და #FreeBritney მოძრაობასაც მადლობა გადაუხადა.
ბრიტნიმ განაცხადა, რომ მეურვეობის პერიოდში საკუთარი ცხოვრების უკან დაბრუნება სურდა და ახლა მზად არის, დაგროვილი გამოცდილებით სხვა ადამიანებს დაეხმაროს. "მე აქ მსხვერპლის როლში არ ვარ. მსხვერპლი მთელი ბავშვობა ვიყავი, შემდეგ კი გადავწყვიტე, სახლი დამეტოვებინა, 20 წელი ვიმუშავე და ამ ცვლილებას დიდი ძალისხმევის შედეგად მივაღწიე", — ამბობს მომღერალი.
"მე აქ იმისთვის ვარ, რომ სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანებს დავეხმარო. მე ძლიერი ქალი ვარ, რომელსაც იმის წარმოდგენა შეუძლია, თუ რა გაუკეთა ამ სისტემამ ადამიანებს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პატარა ისტორია სხვებზე დიდ გავლენას მოახდენს და ამ კორუმპირებულ სისტემაში ცვლილებებს შეიტანს", — დასძინა მან.
მომღერალმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავის ერთგულ მსმენელებს, რომლებიც მისი გათავისუფლებისთვის დიდხანს დაუღალავად იბრძოდნენ:
"ჩემი ხმა დადუმებული იყო და დიდხნიანი მუქარის გამო მე არაფრის თქმა შემეძლო. თქვენი კი ჩემი სათქმელი სხვა ადამიანებამდე მიიტანეთ", — განაცხადა მომღერალმა #FreeBritney მოძრაობის შესახებ და ასე გადაუხადა მადლობა ფანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ბრიტნის მდგომარეობას აპროტესტებდნენ და მის დახმარებას ცდილობდნენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები