ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმის განცხადებით, კონსილიუმის თითოეული წევრი თანხმდება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სახიფათოა.

"ჩვენ ყველანი დავეთანხმეთ ერთმანეთს, ყველას ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავის აზრი, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ვართ აქ, დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის მკურნალობის გაგრძელება ამ დაწესებულებაში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ სუბიექტურად გრძნობს დისკომფორტს ამ დაწესებულებაში, რაზეც ჩვენ მოგვახსენა მან. გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს პირველ დაწესებულებაში. ესეც არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას", — ამბობს ის.

კონსილიუმის რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. მისი თქმით მე-18 დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტს სათანადო მკურნალობა გაუწიოს.