ქართველ მსახიობ ელენა სატინს ნეტფლიქსის Cowboy Bebop-ში ვიხილავთ
თბილისში დაბადებული მსახიობი ელენა სატინი (სხირტლაძე), რომელიც ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწეობს, ნეტფლიქსის ახალ სერიალში — Cowboy Bebop-ში გამოჩნდება. საკულტო ანიმეს მიხედვით გადაღებულ სერიალში ელენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის — ჯულიას როლს ასრულებს.
"ათ წელზე მეტია, [Cowboy Bebop-ის] ფანი ვარ. ალბათ, ყოველ წელს ხელახლა ვუყურებ. ძალიან მიყვარს. ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა უდიდესი ბედნიერება იყო იმიტომ, რომ ძალიან იშვიათობაა მსახიობისთვის ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ძალიან გაინტერესებს, შემდეგ კასტინგზე მიდიხარ და როლს იღებ. უმეტესად ფიქრობ: 'ძალიან მინდა ეს როლი, ამიტომ, ალბათ, ვერ მივიღებ. სჯობს, დიდი მოლოდინი არ მქონდეს". ამიტომ ახლა აქ ყოფნა ჩემთვის დაუჯერებელია", — ამბობს ელენა სატინი ინტევრიუში.
აღსანიშნავია, რომ ელენა სატინი ცნობილ სერიალ Twin Peaks-ში, Revenge-სა და CBS-ის სერიალ Strange Angel-შიც გამოჩნდა.
რაც შეეხება Cowboy Bebop-ს, სერიალის პრემიერა ნეტფლიქსზე 19 ნოემბერსაა დაგეგმილი. ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლებს ჯონ ჩო, მუსტაფა შაკირი და დანიელა პინედა ასრულებენ.
Cowboy Bebop მაყურებლებმა პირველად 1998 წელს იხილეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ისტორიის, პერსონაჟებისა და გამორჩეული მუსიკის წყალობით, ანიმე პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. რამდენად გაამართლებს ნეტფლიქსი გულშემატკივრების მოლოდინებსა და იმედებს, ამას მალე გავიგებთ.
სერიალის გამოსვლამდე ნახეთ ტრეილერი:
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები