თუ 30 წელს გადაცილებულიც ადამიან ობობას ვითამაშებ, რაღაც შემშლია — ტომ ჰოლანდი
ადამიანი ობობას შესახებ მარველის ახალი ფილმის — Spider-Man: No Way Home-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 17 დეკემბერსაა დაგეგმილი. როგორც ახალი ტრეილერიდან შევიტყვეთ, ადამიან ობობასა და მის მეგობრებს მულტისამყაროსთან და მის ბოროტმოქმედებთან შერკინება მოუწევთ. აღნიშნული დეტალი შესაძლოა, ადამიანი ობობას შესახებ ახალი ფილმების გამოსვლასაც გულისხმობდეს, თუმცა ამ ეტაპზე ტომ ჰოლანდს პიტერ პარკერთან დაკავშირებით კონკრეტული სამომავლო გეგმები არ აქვს.
ადამიანი ობობას ახალ ფილმებსა და ტომ ჰოლანდის გეგმებზე ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ვიცით, თუმცა როგორც ჩანს, თავად ტომს ურჩევნია, საყვარელი გმირი უკან მოიტოვოს და ახალ პროექტებში ჩაერთოს. ამის შესახებ მან გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"იქნებ დროა, გზა გავაგრძელო. შესაძლოა, ადამიანი ობობასთვის საუკეთესო მაილს მორალესის შესახებ ფილმის გადაღება იყოს. მე პიტერ პარკერიც უნდა გავითვალისწინო, რადგან ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ 30 წელს გადაცილებულიც ადამიან ობობას ვითამაშებ, რაღაც შემშლია ", — ამბობს ტომ ჰოლანდი.
მაილსი მაყურებლებმა ტელეეკრანებზე პირველად ანიმაციური ფილმით Spider-Man: Into the Spider-Verse იხილეს. ფილმი სუპერგმირების შესახებ ბოლო ათწლეულში შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოსკარიც კი აქვს მოპოვებული. Spider-Man: No Way Home-ში მულტისამყაროს დადასტურების შემდეგ გულშემატკივრებს ფილმში მაილსის გამოჩენის იმედიც ჰქონდათ, თუმცა ამის შესახებ მარველს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
"მთელი დარჩენილი ცხოვრება მსახიობობა ნამდვილად არ მინდა. შეიძლება, დურგალი გავხდე. ძალიან ხელმარჯვე ვარ. თუ რაღაც გატეხილია, მის შეკეთებას ყოველთვის ვახერხებ", — ამბობს ტომ ჰოლანდი.
მსახიობის ერთ-ერთი ოცნება სახლების ყიდვა და მათი დაბალ ფასში გაქირავებაა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო არ სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტომ ჰოლანდი პიტერ პარკერის შემდეგ ცხოვრებაზე ალაპარაკდა, აშკარაა, რომ Sony და მარველი მას მარტივად ნამდვილად არ დათმობენ:
"მას კიდევ 100 ფილმის გადაღებაზე ველაპარაკე. მის გარეშე ადამიანი ობობას ფილმს არ გადავიღებ, მეხუმრებით?!", — განაცხადა Sony-ის წარმომადგენელმა და ადამიანი ობობას პროდიუსერმა ემი პასკალმა.
მანამ, სანამ ტომ ჰოლანდი დურგლობას საბოლოოდ გადაწყვეტდეს, ნახეთ Spider-Man: No Way Home-ის ახალი ტრეილერი:
ამავე თემაზე:
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები