ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა. როგორც თავად თქვა მას დაურეკეს და შეხვედრაზე დაიბარეს.

"ისიც არ ვიცი მინისტრს ვხვდები თუ არა, აქედან დამირეკეს, ამ დაწესებულებიდან და მითხრეს, რომ 9-ზე ვიყო. [...] საეჭვოც არაფერია, ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად", — ამბობს გიული მედიასთან.

ალასანიას მისვლამდე, სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმების ჯგუფი და სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები შეხვდნენ.

დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე", ამასთან მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.

გაიგე მეტი: