ელენე ხოშტარია

18 Nov. 2021, 23:40

მე ახლა ვიქნებოდი ბევრად უფრო ცუდად, მიუხედავად 16 დღიანი შიმშილობისა, რომ მე ახლა არ ვშიმშილობდე და ჩემს მაქსიმუმს არ ვდებდე იმაში, რომ ჩვენ არ ვიყოთ არ მდგომარეობაში. მე ახლა რომ ვიყო ტელევიზორთან უბრალოდ და ვფიქრობდე, რომ ღმერთო, რა ვქნა, ძალიან ცუდად ვიქნებოდი. ჩემს შვილს მერე რა ვუთხრა, რომ ადამიანს კლავდნენ და მე რა ვქენი? ან ადამიანს კლავდნენ და მე მაქსიმუმი ვქენი? ეს კითხვა მართლა მჭამს და მე მგონია, რომ ბევრ ადამიანს ჭამს.

ნურავის ნუ ჰგონია, რომ მაინცდამაინც შიმშილობაა აუცილებელი ფორმა, მით უმეტეს, არანაირად კარგი არ არის, უბრალოდ, მე ასე გადავწყვიტე. ყველას შეუძლია ეს პროტესტი, აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმით. ბევრი ამას აკეთებს კიდევაც და ეს არის გამოსავალი.

რა თქმა უნდა, ხვალ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და არა მარტო, კოალიციურის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეკრება არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვჩნდეთ ადამიანები, ვინც ვიტყვით, რომ ამას არ ვეგუებით. ჩვენ საბრძოლველი მერეც ბევრი გვექნება, სამწუხაროდ, აქციების რეჟიმიდან მალე ვერ გამოვალთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები

რა ხდება: თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და…