TI პარლამენტს მოუწოდებს, არ გაზარდოს საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობა
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) პარლამენტს მოუწოდებს არ გაზარდოს საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობა, ასევე, ფრაქციის თავმჯდომარეებისთვის სავალდებულო გახდეს ქონებრივი დეკლარაციების შევსება. ორგანიზაცია აკრიტიკებს კანონპროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი. მესამე მოსმენა ხვალ არის დაგეგმილი.
მოადგილეთა რაოდენობის ზრდა
TI-ს კრიტიკა ეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარეს ეძლევა შესაძლებლობა ჰყავდეს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილის სტატუსით. დღეს მოქმედი რედაქციით, საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს, შესაძლოა ჰყავდეს ორი.
კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უნდა ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო ყოველ 3 წევრზე შესაძლებლობა აქვს დაიმატოს კიდევ ერთი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ ვერსიაში დამატებითი მოადგილის ყოფნის უფლება თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 5 წევრზე ჰქონდა, თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეკომენდაციით ეს ნორმა 3-მდე შეამცირეს, ოღონდ იმ დათქმით, რომ ფრაქციის თავმჯდომარისთვის მოადგილეთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 7. მოქმედი რედაქციით, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, იმ შემთხვევაში კი, თუ ფრაქციის წევრთა რაოდენობა 9-ზე მეტია, შეუძლია ჰყავდეს 2 მოადგილე.
TI-ში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ იზრდება თანამდებობის პირთა რაოდენობა და როგორ გაზრდის ის საკრებულოების მუშაობის ხარისხს. ორგანიზაციის აზრით, მოადგილეთა რაოდენობის ზრდით გაიზრდება საბიუჯეტო ხარჯები.
"დღეის მდგომარეობით, საკრებულოების 64 თავმჯდომარეს 73 მოადგილე ჰყავს, ამ ცვლილებით კი მათი რაოდენობა დაახლოებით 195-მდე გაიზრდება.
საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაიცემა შრომის ანაზღაურება, საწვავის, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლიდან მუნიციპალიტეტების უმეტესობაში შრომის ანაზღაურების მოცულობა ისედაც იზრდება, ახალი თანამდებობების შემოღება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ მწირ საბიუჯეტო რესურსებს", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ეს საკითხი დაისვა კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენის დროსაც. საპასუხოდ, სოზარ სუბარი მიუთითებს კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ზღუდავს ფრაქციების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას და აცხადებს, რომ ეს დააბალანსებს მოადგილეთა გაზრდილი რაოდენობისთვის საჭირო ხარჯებს, შესაბამისად, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ მას სთხოვეს კონკრეტული სტატისტიკა, რამდენით შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს როგორც კონკრეტული მუნიციპალიტეტების საკრებულოების, ისე ცენტრალურ ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, თუმცა კანონპროექტის ავტორმა ეს მონაცემები ვერ წარადგინა. სოზარ სუბარი მხოლოდ ზეპირი განცხადებით ირწმუნება, რომ საბიუჯეტო ხარჯები არ გაიზრდება და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.
TI-ში აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ შეისწავლეს ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების საქმიანობა და ყველა შემთხვევაში საკრებულოები აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებენ. მათივე თქმით, საკრებულოები უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად აკონტროლებენ მათ საქმიანობას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარისთვის ორი მოადგილის ყოლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის/ბლოკის წარმომადგენელი იქნება. ეს საკითხი პლენარული სესიის დროს დღის წესრიგში დასვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც. სოზარ სუბარმა კოლეგას უთხრა, რომ თავმჯდომარეს არ აქვს შეზღუდვა და მოადგილედ შეუძლია დანიშნოს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენელიც. აქუბარდიას თქმით, ცალსახაა, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი პარტიის წევრი თავმჯდომარე მოადგილედ ოპოზიციონერ დეპუტატს არ დაასახელებს.
ფრაქციების რაოდენობის შემცირება
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საკრებულოებში ფრაქციების შექმნის წესიც. კონკრეტულად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება ექნებათ. TI მიესალმება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება ფრაქციების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობის ზრდა ვერ გააუმჯობესებს მათ საქმიანობას.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2017 წლამდე საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილე არ ჰყავდათ, ამ თანამდებობის შემოღებამ კი მათი საქმიანობის ეფექტურობა ვერ გაზარდა. გარდა ამისა, TI-ში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება.
"ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან თანამდებობის პირები და იღებენ შესაბამის ხელფასს, მაგრამ აღარ ავსებენ დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო გაართულებს საკრებულოში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის შესაძლებლობებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არა საკრებულოების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, არამედ მმართველი პარტიის წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფაა. ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტის ამ სახით მიღება გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები