მესამე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა წლიურად 51 000 ადამიანით გაიზარდა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 310,8 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის მაძიებელთა რიცხვი წლიურ ჭრილში 50 ათასით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, მესამე კვარტალში საქართველოში ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 19,5% შეადგენს. უმუშევრობის დონე შემცირებულია მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით, რაც, სავარაუდოდ, სეზონურობით არის გამოწვეული.
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 3 მილიონი 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 52,8%, ანუ 1,59 მილიონი ეკონომიკურად აქტიური იყო. აქ იგულისხმებიან ის პირები, რომლებიც სამსახურს ეძებენ და მუშაობის დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მესამე კვარტალში დასაქმებული იყო 1,28 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 861,9 ათასი ადამიანი დაქირავებული, ხოლო 418,6 ათასი — თვითდასაქმებული იყო. ამ პერიოდში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,3%-ს შეადგენდა, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ქალაქებში 21,1%, ხოლო სოფლებში 17,2%-ია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი მაღალია. ამასთან, წლიური ზრდა ფიქსირდება როგორც ქალაქებში (1,9 პროცენტული პუნქტით), ასევე სოფლებში (3,5 პროცენტული პუნქტით).
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს გენდერულ ჭრილში, უმუშევრობის დონე კაცებში 21,7%, ხოლო ქალებში 16,6%-ია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. საქსტატის მიხედვით, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა — სამუშაოს მაძიებლები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად ითვლებიან. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკურად აქტიური ადამიანი კაცებს შორის 64,7%, ხოლო ქალებში 42,4%-ია.
იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ბაზარზე ქალების აქტიურობის დონე დაბალია, ნაკლებია უმუშევრობის პროცენტული წილიც. ამასთან, შრომის ბაზარზე ქალების ნაკლები აქტიურობა პირდაპირ ბმაშია ქალთა უფლებებთან, რადგან ქალებს სამსახურის ძიებისას ბევრი წინააღმდეგობის გავლა უწევთ. ასევე, განსხვავდება მათი ანაზღაურება. ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 482 ლარით აღემატება. გარდა ამისა, საოჯახო საქმეებში მეტწილად ქალები არიან ჩართულები, რაც სამსახურის ძიებისას კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 21,9%, ხოლო მეორე კვარტალში 22,1% იყო.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები