პარლამენტში ელენე ხოშტარიასთვის ეტლი მიიტანეს. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

ელენე ხოშტარიამ დღეს თქვა, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და არ გაიკეთებს გადასხმებს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. მისი თქმით, დრო არათუ არაა, შეიძლება, დაგვიანებულია კიდეც. ის მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს.