რა მოუვა ადამიანის სხეულს კოსმოსში სიკვდილის შემთხვევაში
კოსმოსში ტურისტულად მოგზაურობა სულ უფრო რეალური ხდება. შესაძლოა, ერთ დღეს სხვა პლანეტაზე გავატაროთ არდადეგები ან სხვა ციურ სხეულზე საცხოვრებლადაც კი გადავიდეთ. კომერციულმა კოსმოსურმა კომპანიამ, Blue Origin-მა უკვე დაიწყო მოზრდილი თანხის სანაცვლოდ ადამიანების გაგზავნა სუბორბიტულ ფრენებზე. ილონ მასკი კი იმედოვნებს, რომ მარსზე საკუთარი კომპანიის, SpaceX-ის ბაზას დააფუძნებს.
ამიტომ დროა, დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება კოსმოსში ცხოვრება, რაც ასევე მოიცავს კითხვას — რა მოხდება, თუ ადამიანი იქ ყოფნისას დაიღუპება?
დედამიწაზე სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული ხრწნის რამდენიმე ეტაპს გადის. ეს ეტაპები ჯერ კიდევ 1247 წელს ჩინელმა სწავლულმა, სუნ ციმ ფაქტობრივად პირველ სასამართლო-საექსპერტიზო სახელმძღვანელოში, არასამართლიან ბრალდებებისგან გათავისუფლება, აღწერა.
პირველ ეტაპზე სისხლი მიმოქცევას წყვეტს და, გრავიტაციის კანონიდან გამომდინარე, გუბდება. ამ პროცესს livor mortis ეწოდება. შემდეგი ეტაპი algor mortis არის, როდესაც სხეულის ტემპერატურა ეცემა. კუნთების ბოჭკოებში კალციუმის დაგროვების შედეგად კუნთები მყარდება და იწყება "გვამური გაშეშება", იგივე rigor mortis. ამის მერე ფერმენტები და ცილები, რომლებიც ქიმიურ პროცესებს აჩქარებენ, უჯრედის კედლებს შლიან და მათ შიგთავსს ათავისუფლებენ.
ამავდროულად, ნაწლავებში არსებული ბაქტერიები მთელ სხეულში ვრცელდება. ისინი შთანთქავენ რბილ ქსოვილებს და მათ მიერ გამოთავისუფლებული აირები სხეულის შეშუპებას იწვევს. კუნთების გახრწნით "გვამური გაშეშება" სრულდება, გამოიყოფა მძაფრი სუნი და იშლება რბილი ქსოვილები.
დეკომპოზიციის ეს პროცესები შინაგანი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა მათზე გარეგანი გარემოც ახდენს გავლენას. მათ შორისაა ტემპერატურა, მწერების აქტივობა, სხეულის დამარხვა ან შეფუთვა და ცეცხლის ან წყლის ზემოქმედება.
მუმიფიკაცია — ადამიანის სხეულის გაუწყლოება ან გამოშრობა — ხდება მშრალ პირობებში, მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე. უჟანგბადო, ნესტიან გარემოში კი, შესაძლოა, წარმოიქმნას ადიპოცირი, იგივე გვამის ცვილი, რადგან წყალი ცხიმების დაშლას და ჰიდროლიზის პროცესის საშუალებით მათ ცვილისებრ მასალად გარდაქმნას იწვევს. ეს ცვილისებრი საფარი ერთგვარი ბარიერის როლს ასრულებს კანის ზედაპირზე, რათა დაიცვას და შეინარჩუნოს იგი.
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში რბილი ქსოვილები საბოლოოდ მაინც ქრება და სხეულისგან მხოლოდ ჩონჩხი რჩება. მყარი ქსოვილები ბევრად უფრო გამძლეა, რის გამოც ისინი ათასობით წლის განმავლობაშიც კი შეიძლება შენარჩუნდნენ.
შეფერხებული დეკომპოზიცია
და რა მოხდება კოსმოსში სიკვდილის შემთხვევაში?
სხვა პლანეტებზე არსებული განსხვავებული გრავიტაცია, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას იქონიებს livor mortis-ის ეტაპზე. უგრავიტაციო, კოსმოსური უწონადობის პირობებში სისხლი აღარ დაგუბდება.
სკაფანდრის შიგნით "გვამური გაშეშება" მაინც განვითარდება, რადგან ის ორგანიზმის ფუნქციების შეწყვეტითაა განპირობებული. ნაწლავებიდან გავრცელებული ბაქტერიები ამ შემთხვევაშიც დაშლის რბილ ქსოვილებს. თუმცა, ბაქტერიებს სწორად ფუნქციონირებისათვის ჟანგბადი ესაჭიროება, ამიტომ მისი ნაკლებობა საგრძნობლად შეანელებს პროცესს.
ნიადაგის მიკრობები ასევე უწყობენ ხელს დეკომპოზიციას. ნებისმიერი პლანეტის ისეთი გარემო პირობები, როგორიც აფერხებს მიკრობულ აქტივობას — მაგალითად, უკიდურესი სიმშრალე — რბილი ქსოვილების შენარჩუნების შანსებს ზრდის.
დედამიწისგან განსხვავებულ პირობებში სხეულის დეკომპოზიციისას გარე ფაქტორების ზემოქმედება ჩონჩხზე უფრო კომპლექსური იქნება. ცოცხალ ორგანიზმში ძვალიც ცოცხალი მასალაა, რომელიც შეიცავს როგორც ორგანულ ნივთიერებს სისხლძარღვებისა და კოლაგენის სახით, ასევე არაორგანულსაც — კრისტალური სტრუქტურის მქონე ნივთიერებების სახით. როგორც წესი, ძვლის ორგანული კომპონენტები იშლება და, შესაბამისად, მუზეუმებში წარმოდგენილი ჩონჩხები, ძირითადად, არაორგანული ნარჩენებია. თუმცა, სხვა პლანეტებზე არსებულ მჟავურ ნიადაგებში, შესაძლოა, პირიქით მოხდეს — არაორგანული კომპონენტი გაქრეს და მხოლოდ რბილი ქსოვილები დარჩეს.
დედამიწაზე ადამიანის ნეშტის ხრწნა დაბალანსებული ეკოსისტემის ნაწილია, რადგან ნარჩენებს საკვებ ნივთიერებებად იყენებენ მწერები, მიკრობები, მცენარეები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები. ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე მწერებისა და სხვა ლეშიჭამია ცხოველების არარსებობის გამო, ადამიანის ნეშტი კვებით ჯაჭვში ვერ მოხვდება.
თუმცა მარსისთვის დამახასიათებელ მშრალ, უდაბნოსებრ პირობებში ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, რბილი ქსოვილები დაშალოს და ჩონჩხი იმდაგვარად დააზიანოს, როგორც ეს დედამიწაზე ხდება.
დეკომპოზიციისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტემპერატურაა. მაგალითად, მთვარეზე ტემპერატურა -170°C-დან 120°C-მდე მერყეობს. ამრიგად, სხეულებს გაყინვით ან გადახურებით გამოწვეული დაზიანებები შეიძლება განუვითარდეთ.
ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, კოსმოსში ნეშტი რამდენადმე მაინც შეინარჩუნებს ადამიანის ფორმას, რადგან იქ ვერ წარიმართება დეკომპოზიციის ისეთი სრული პროცესი, როგორიც დედამიწაზე მიმდინარეობს. შედეგად, ჩვენი სხეულები კოსმოსურ სივრცეში მფრინავ "უცხოპლანეტელებად" გადაიქცევიან. შესაძლოა, ჩვენ დაკრძალვის ისეთი ახალი ფორმების პოვნაც დაგვჭირდეს, რომელიც არ მოითხოვს კრემაციასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ რესურსს ან მკაცრ და არასტუმართმოყვარე გარემოში საფლავის გათხრას.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები