საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში ფუდ ალიანსის საწარმო გაიხსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია ფუდ ალიანსმა მცხეთაში, სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო გახსნა.
გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10 197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. ფუდ ალიანსის პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მილიონი ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6,5 მლნ ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. მომხმარებლის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე მისი ხარისხის და პრაქტიკული გამოყენების გამო. საწარმოში დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. საწარმო კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შორის 80% იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს", — განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ კორპორაციული საბანკო მიმართულებით.
"ნამდვილი ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის შესაქმნელად საჭიროა დიდი გამოცდილების მქონე კონდიტერი, რასაც ჩვენს შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩვენი უდიდესი გამოცდილების მქონე, მრავალი ჯილდოს მფლობელი და ცნობილი ფრანგი კონდიტერი ვილიამ დენოქსი. კომპანია აღჭურვილია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით. ფუდ ალიანსი მომხმარებელს სთავაზობს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ინოვაციურ ევროპული სტილის პურების დიდ ასორტიმენტს, ვიენუაზერს (კრუასანის ცომით დამზადებულ ტკბილეულს), ქართულ და ევროპულ ნახევარფაბრიკატს", — განაცხადა ჟაკ მარი ფლურიმ, კომპანიის დირექტორმა.
ფუდ ალიანსი 2019 წელს, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში მრვალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. დღესდღეობით, საწარმოში ასზე მეტი დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელიც ყველა დიდ საცალო ვაჭრობის ქსელში, ჰორეკას სექტორსა თუ სხვადასხვა მსხვილ კომპანიებშია წარმოდგენილი.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები