როგორ ვიზრუნოთ ავტომობილზე სახლიდან გაუსვლელად?
სეზონის ცვლილებასთან ერთად ხშირად იცვლება ადამიანიც — ზაფხულში ხალისიანები და ენერგიულები, ხოლო ზამთრის პერიოდში, შედარებით ინერტულები და ზარმაცები ვართ. ეს ცვლილებები ჩაცმის სტილსა და კვების რაციონზეც აისახება. მოკლედ რომ ვთქვათ, სეზონურ ტრანსფორმაციას განვიცდით.
გაგიკვირდებათ და ჩვენი ავტომობილებიც ასე არიან — მათი მოთხოვნები ზამთარსა და ზაფხულში საკმაოდ განსხვავებულია.
ცნობილი იტალიური ბრენდის, ფერარის დამაარსებელი ენცო ფერარი ყოველთვის ამბობდა, რომ მანქანა ადამიანის საუკეთესო მეგობარია, რომელიც მუდამ იმსახურებს ყურადღებასა და მოვლა-პატრონობას. ასეც არის: როგორც საუკეთესო მეგობრის იმედი უნდა გვქონდეს რთულ სიტუაციებში, ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენს მანქანაშიც, რომელიც სწორედ ისე გაგვიფრთხილდება, როგორც ჩვენ გავუფრთხილდებით.
ზემოთ უკვე ვახსენეთ ავტომობილის სეზონური მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად, იცვლება მათი მოვლის სპეციფიკაც.
ზამთარი ისე ჩუმად გვეპარება, რომ ვერც კი ვამჩნევთ, არადა მისი სიმკაცრიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მომზადებული დახვედრა. აუცილებელია საბურავების შეცვლა, ანტიფრიზის ჩასხმა, რათა დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავა და სისტემა არ დაიზანდეს. საყურადღებოა ასევე აკუმულატორის მუშაობის პროცესი, რომლის მდგომარეობაც ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლება. შუშის საწმენდ მექანიზმში უნდა ჩაისხას სპეციალური სითხე, რომელიც მინუს გრადუსებს უძლებს და არ იყინება. მოკლედ, ზამთართან დაკავშირებით იმდენი ნიუანსია, რომ როგორც იტყვიან — ერთი რელსიდან მეორეზე უნდა გადავიდეთ.
თუ ამ მისიების შესრულებას დროის უქონლობის ან უყურადღებობის გამო ვერ ვახერხებთ, შედეგი საკმაოდ მძიმეა: ყინვისაგან დაზიანებული აკუმულატორი, რომლის დასამუხტად ყოველთვის მეზობელს ვაწუხებთ, ანტიფრიზის ჩამატების პროცესი, რომელიც დაზიანებული რადიატორის გამო ყოველდღიურ რუტინად გვექცა და კიდევ მრავალი პრობლემა, რომლებიც ერთმანეთს დომინოს პრინციპით მიეწყო, ხოლო შემდეგ კი პირდაპირ ჩვენს ნერვებს დაეჯახა.
მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გვახსოვდეს, რომ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ვერ გამოვძვრებით. სწორედ ასეთი სიტუაციიდან გამოაძვრინა დემეტრე პერსონალურმა მენეჯერმა.
დემეტრე ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც არაფერი ეზარება ისე, როგორც თავისი ავტომობილის სერვისამდე მიყვანა. სულ ცდილობს, მანქანის პრობლემები, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს და აი, შედეგიც — დიდი ხნის მისახედი აკუმულატორი საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან.
პერსონალურმა მენეჯერმა მანქანა სერვისცენტრში ისე წაიყვანა, რომ წაყვანა-წამოყვანის მარშრუტი მთლიანად იყო დაზღვეული. ადგილზე დიაგნოსტიკის შემდეგ, მან დემეტრეს დაურეკა და ვითარება დეტალურად გააცნო. მანქანის დიაგნოზისა და ხარჯთაღრიცხვის მოსმენის შემდეგ, დემეტრემ გადაწყვიტა ხსენებულ პირობებს დათანხმებოდა. დროის დაზოგვასთან ერთად, მას ავტომობილი გარანტიით შეუკეთეს, ხოლო გამართული მანქანა ზუსტად იმ ლოკაციაზე მიუყვანეს, რომელიც თავად შეარჩია.
საკუთარ თავზე გამოვცადე ონლაინ მაღაზია, რომლის მიმართაც საკმაოდ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. წარმოდგენა არ მქონდა, თუ როგორ შეიძლებოდა, ტელეფონით ხუნდების არჩევა, თუმცა ონლაინ კონსულტანტების დახმარებით, სწორედ ის ხუნდები შევიძინე, რომელიც ჩემი ავტომანქანისთვის იყო საჭირო.
შემდეგ შუშების საწმენდი სითხე შევუკვეთე, რომელიც ექსპრეს მიტანის სერვისით, ერთ საათზე ნაკლებ დროში მომიტანეს. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ამ სერვისებით დიდ დროს ვზოგავდი, რომელსაც შემდგომ მთლიანად ვახმარდი ჩემს სამსახურსა და ოჯახს.
გარდა ამისა, თეგეტაში მომხმარებლის კომფორტისთვის, კიდევ რამდენიმე დისტანციური სერვისია ხელმისაწვდომი. მაგალითად, ონლაინ რეზერვაცია, რომელიც ბიძაჩემს, ადამიანს, რომელსაც საკუთარ ავტომობილზე ზრუნვა ოჯახში ყველაზე მეტად უყვარს, დაეხმარა. ის ყოველთვის ცდილობს ცვეთადი ნაწილებისა და ზეთის თავის დროზე შეცვლას, მაგრამ პროფილაქტიკებში რიგების გამო, ხშირად ფერხდება. რამდენიმე დღის წინ პორტალის საშუალებით დაჯავშნა სასურველი სერვისი და რიგების გარეშე გამართა ავტომობილი.
დროის დასაზოგად და ავტო-სერვისების კომფორტულად მისაღებად თეგეტა მოტორსის დისტანციური სერვისებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს, მარტივად, კომპიუტერისა და სმარტფონის დახმარებით შეუძლია.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები