სტაბილურია, აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია — ექიმი სააკაშვილზე
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ ექიმთა კონსილიუმის წევრი ნინო შარაშენიძე აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია. მათივე თქმით, აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია.
"მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის. ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი და დავსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები", — განაცხადა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ მათი კონსილიუმის გუნდი, არამედ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები, პარალელურად კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმიც.
"შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი. აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია. ამ დროისათვის აქვს თავის ტკივილები და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც ნელ-ნელა მნიშვნელოვნად კორეგირდება. იღებს საკვებს სქემის მიხედვით", — აღნიშნავს ექიმი.
ექიმთა კონსილიუმის კიდევ ერთი წარმომადგენელი სანდრო ცისკარიძე ამბობს, რომ პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი გუშინდელთან შედარებით პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა გარკვეული ცვლილებები რჩება.
"იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება და მშვიდად ყოფნა, ცხადია არა. ველოდებით, რომ მოხერხდება გართულებების თავიდან აცილება, თუმცა, ჯერჯერობით, სრულად ამისგან გარანტირებულები არ ვართ", — აღნიშნა ცისკარიძემ.
გუშინ, 19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტს.
სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები