საქართველოს ბანკის მხარდაჭერით TEDxYouth@Tbilisi გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 ნოემბერს, შატო მუხრანში, TEDxYouth@Tbilisi გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს საკუთარი ინოვაციური ხედვის, პროდუქტის თუ იდეის შესახებ მოუყვნენ. TED-ის მიერ ლიცენზირებული ადგილობრივი ღონისძიება 25 წლამდე ასაკის საინტერესო ადამიანებისა და მათი ორიგინალური იდეების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
ღონისძიების ტრანსლაცია TEDxYouth@Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებით მოხდა. თითოეული გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მსმენელებს გამომსვლელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სპიკერები ისეთ თემებს შეეხენ, როგორიცაა: წარმავლობა, საკუთარი თავის ძიება, სამყაროს ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზები, პირადი სივრცის მნიშვნელობა, საკუთარი პროფესიის ძიება და სხვა.
სპიკერებს შორის იყვნენ:
- გიორგი მაჭარაშვილი — თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი და მთარგმნელი;
- ტბელ აბუსერიძე — ფოტოჟურნალისტი;
- ქეთა ბაღაშვილი — Beauty Lab-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და სოლო მოგზაური;
- რუსუდან ინალიშვილი — პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრის სტუდენტი, ქოფირაითერი და პირველი ქართული plus-size ბლოგის შემქმნელი;
- თეიმურაზ თეთრაშვილი — კონტენტ ფროდაქშენ სტუდიო სამსარას დამფუძნებელი
"რამდენიმე წელია, სტუდენტური ბარათის ფარგლებში საქართველოს ბანკი TEDxYouth@Tbilisi-ს უწევს პარტნიორობას. თანამშრომლობის მიზანი კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი იდეების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. სტუდენტების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღმოჩენების გაკეთება და ახალი შესაძლებლობების პოვნა", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
პირველად ქართული TEDxYouth@Tbilisi-ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.TEDxTbilisi-ის დამფუძნებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკს მხარდაჭერისთვის.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა TEDxYouth@Tbilisi-სთვის გვემასპინძლა. პირველად ქართული TEDxYouth@Tbilisi-ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მაყურებელი ღონისძიებას Facebook-ის Live-ის საშუალებით დაესწრო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს იმისთვის, რომ დაარსებიდან უდგას გვერდით ამ ფორმატს და გვეხმარება ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში", — განაცხადა TEDxTbilisi-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, TEDx არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით — TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები