ნორმალურ ქვეყანაში, წამების შემდეგ, მისცემდნენ თავისუფალი მკურნალობის საშუალებას — ადვოკატი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ "ნორმალურ ქვეყანაში" სააკაშვილს თავისუფალ გარემოში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის "წამებისა და არაადამიანური მოპყრობის" შემდეგ ეს ლოგიკური მოთხოვნაა.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც, ბუნებრივია, უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე, მორალურ მხარეზე. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველ რიგში, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების სახით. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომაროებაში მკურნალობის საშულებას და არა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი იმყოფება", — განაცხადა საძაგლიშვილმა.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ინიციატივით, თავდაპირველად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გამოვიდა. 20 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ისურვებდა სააკაშვილისთვის ციხის გარეთ, თავისუფალი მკურნალობის საშუალება მიეცათ. მან აღნიშნა, რომ ეს განცხადება სააკაშვილთან არ შეუთანხმებია.
ყიფშიძის ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველის ინიციატივით შემქნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის თავისუფალ გარემოში მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.
პაპიაშვილის საპასუხოდ, ყიფშიძემ განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული იდეა კატეგორიული არაა, თუმცა მზადაა, ამ საკითხზე ყველას ესაუბროს. ყიფშიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკითხის გადასაწყვეტად, შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტები მოიწვიონ.
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები