რაზე საუბრობს ღარიბაშვილი, როცა ამტკიცებს, რომ 2022 წელს მშპ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ისტორიულ მაქსიმუმს — 65 მილიარდ ლარს მიაღწევს, ერთ სულზე გადაანგარიშებით კი მშპ 5 500 დოლარი იქნება.
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით. 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება დაახლოებით 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ამ განცხადებით ღარიბაშვილი "არნახულ ეკონომიკურ ზრდაზე" მიანიშნებს, თუმცა, რეალურად, მის მიერ მოყვანილი მონაცემი ეკონომიკის რეალურ ზრდას არ აჩვენებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საპროგნოზო დოკუმენტიდან ირკვევა, საკუთარ განცხადებაში პრემიერმინისტრი ნომინალურ მშპ-ზე საუბრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მიმდინარე ფასებში დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტია. მის მოცულობაზე გავლენას ინფლაციაც ახდენს, რის გამოც ეკონომიკის უმნიშვნელო ზრდის შემთხვევაშიც კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად "ისტორიულ მაქსიმუმს" აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა მუდმივ ფასებში დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით გამოითვლება. ნომინალური მშპ კი, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, იმ შემთხვევაშიც შეიძლება გაიზარდოს, როდესაც ეკონომიკა რეალურად მცირდება.
მაგალითად, ასე მოხდა 2020 წელს, როდესაც ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. ამ დროს ნომინალური მშპ 49,27 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და მსგავსად ყოველი გასული წლისა, "ისტორიულ მაქსიმუმს" მიაღწია.
ნომინალური და რეალური მშპ-ს მოცულობა 2017-2020 წლებში, მილიარდი ლარი
გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა ისიც თქვა, რომ 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ დაახლოებით 5 500 დოლარი იქნება. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია მიმდინარე ფასებში დათვლილ ნომინალურ მშპ-ზე.
თუ რეალური მშპ-iს მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ 2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 100 დოლარიდან 3 246 დოლარამდეა შემცირებული. ამ შემთხვევაში, გარდა ეკონომიკური ზრდისა, დოლარში გამოსახულ მშპ-ზე გავლენა ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამაც მოახდინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მთვარობა მიმდინარე წელს რეალური მშპ-ის 10%-ით, ხოლო 2022 წელს 6%-ით გაზრდას ელოდება. თუ მთავრობის პროგნოზი გამართლდება, 2022 წლისთვის მუდმივ ფასებში გამოსახული ეკონომიკის ზომა 43,8 მილიარდი ლარი იქნება.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები