ვარდების რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო — სააკაშვილის წერილი ციხიდან
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავს ციხიდან ღია წერილით ეხმიანება, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. სააკაშვილი რევოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ძველ დიდებას დაიბრუნებს. იქვე ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა, 18 წლის შემდეგ იმავე ფიცს დებს და მომავლის გამო ყველა უნდა გაერთიანდეს.
"ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა "ერი სხვა ერთა შორის", როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა მსოფლიო დემოკრატიის შუქურა. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა", — აცხადებს ექსპრეზიდენტი.
სააკაშვილი წერს, რომ ქართველები არ არიან ზარმაცები, როგორც მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს და "განსაკუთრებულები" არიან. მისივე თქმით, რომ არ სჯეროდეს "ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების", სიცოცხლეს არ გარისკავდა და არ ჩამოვიდოდა.
"დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.
ვარდების რევოლუციის თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ.
ვარდების რევოლუციის თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა", — აცხადებს ექსპრეზიდენტი.
გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. მისივე თქმით, ეს იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ამიტომ ის მოუწოდებს ხალხს გაერთიანებისკენ და აცხადებს, რომ ყველას დაანახებენ, რომ ზარმაცები არ არიან.
"ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა. ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ამ ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!
ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!
ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები! თავისუფლება დღეს ჩვენი!" — წერს ის.
2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია მოხდა. რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, წლისთავის აღსანიშნავად კი ხვალ რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვის პერფორმანსია დაგეგმილი.
ვარდების რევოლუციას წინ უძღოდა მასშტაბური აქციები 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო. ცესკოს პირველადი შედეგებს, პარალელური დათვლასა და ეგზიტპოლებს შორის სხვაობამ ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, ამას დაერთო დამკვირვებლების შეფასებებიც და პროტესტი 4 ნოემბერს დემონსტრაციაში გადაიზარდა, რასაც ხელისუფლებამ სპეცრაზმის და შინაგანი ჯარის მობილიზებით უპასუხა. თავდაპირველად ოპოზიცია შედეგების გადათვლას ითხოვდა, შემდეგ პრეზიდენტის და შს მინისტრის გადადგომას. პროტესტის უწყვეტობის და მასშტაბების მიუხედავად, ცესკომ საბოლოო შედეგებით გამარჯვებულად სახელისუფლებო პარტია გამოაცხადა, ედუარდ შევარდნაძემ კი პარლამენტის სხდომა ჩანიშნა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ექსპრეზიდენტი შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი და შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მეორე დღეს, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები