წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატ ფილმს თიბისი კონცეპტი უჭერს მხარს
ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი იბრძოლებს. ფილმის ოსკარზე ნომინაციის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.
ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი — ლევან თედიაშვილი ასრულებს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: კახი კავსაძე, გიორგი ტაბიძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი, თორნიკე ბზიავა. კახი კავსაძის პერსონაჟი ამ გამოჩენილი არტისტის ბოლო კინოროლია. სწორედ ამიტომ მეოთხე ბრაიტონი ლეგენდარული მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.
მეოთხე ბრაიტონისთვის სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგმელი ოპერატორი კი ოსკარზე საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია.
მეოთხე ბრაიტონის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში, მთავარი ჯილდოების მფლობელი გახდა.
პრემიერის შემდეგ ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი აღიარება და პრიზი მოიპოვა. მათ შორის ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები არაერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა. ფილმის აშშ-სა და კანადაში გაქირავების უფლებები ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კინოკომპანიამ "კინო ლორბერმ" შეიძინა.
თბილისის რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 5 დეკემბერს გაიმართება მეოთხე ბრაიტონის ქართული პრემიერა.
თიბისი კონცეპტი, როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით, კინომოყვარულებსა და მომხმარებლებს ფილმის ექსკლუზიურ ჩვენებასა და საინტერესო შეხვედრებს ჰპირდება.
ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები