ლომჯარია: ჩემი ვარაუდით, იცოდნენ, რომ სტრასბურგი დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ვარაუდით, იუსტიციის სამინისტრომ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა და ამიტომ შესთავაზეს მიხეილ სააკაშვილს გორის კლინიკაში გადაყვანა.
"მე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად.
სააკაშვილის ადვოკატებს, როგორც ჩანს, წარდგენილი ჰქონდათ სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა, შესაბამისად, ვფიქრობ, იმის მაღალი ალბათობაა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან იცოდნენ, სასამართლო ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა", — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ექსპრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაესწროს თავის სასამართლო სხდომას და თუ ეს ფიზიკურად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდება, მაშინ — დისტანციურად.
"ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც არ მიეცა არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა, როგორც მის მიმართ სამართლიანი და საჯარო უფლების დარღვევა. გარემოებები, რაც წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა არ იყო იმის სამართლებრივი გამართლება, რის გამოც, მას უარი უთხრეს, დასწრებოდა სასამართლო პროცესებს", — აღნიშნა მან.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.
აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.
დოკუმენტი სავარაუდოდ იქამდეა დაწერილი, სანამ იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას შეთავაზება, რადგან სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში ისევ მოუწოდებს სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი ავალდებულებს, რომ მისი ბოლო მდგომარეობა გაითვალისწინოს, "ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უპასუხოს" და თან 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნა გაითვალისწინოს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები